Thumbnail
  • რობერტ ლევანდოვსკის ბაიერნთან კონტრაქტის გაგრძელება არ სურს
  • პოლონელმა გადაწყვეტილების შესახებ კანს და სალიჰამიჯიჩსაც აცნობა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გერმანული გამოცემების, Sport 1-ისა და Bild-ის ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკის
მიუნხენის ბაიერნთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს. 33 წლის პოლონელ გოლეადორს რეკორდმაისტერთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენურმა გრანდმა ის ან წელს უნდა გაყიდოს, ანაც გაისად უფასოდ დაკარგავს.

ბაიერნის ხელმძღვანელები ბოლო თვეებში მუდმივად იმეორებდნენ, რომ ლევანდოვსკის შენარჩუნება სურთ, თუმცა მის აგენტ პინი ზაჰავისთან პირველი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ ბაიერნს ლევანდოვსკისთვის კონკრეტული შეთავაზებით ჯერაც არ მიუმართავს.

წინა კვირაში ლევანდოვსკიმ ბაიერნის ბოსებს აცნობა, რომ 2023 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის გაგრძელება არ სურს. რეკორდმაისტერის შეფები მის ზაფხულში გაყიდვას გამორიცხავდნენ, თუმცა ახლა ესეც რეალური ხდება. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ ლევანდოვსკიმ ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება ახლა კი არა, ჯერ კიდევ თვეების წინ მიიღო.

Sport 1-ის ინფორმაციით, პოლონელ ბომბარდირს ბარსელონაში სურს გადასვლა. ბაიერნი დილემის წინაშეა - ან ახლა უნდა გაყიდოს, ან გაისად უფასოდ დაკარგავს. ასევე გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენელები მისი შეცვლისთვის პატრიკ შიკზე (ლევერკუზენი), რომელუ ლუკაკუზე (ჩელსი) და სებასტიან ალეზე (აიაქსი) ფიქრობენ. განიხილება დარვინ ნუნიესის (ბენფიკა) კანდიდატურაც.

კომენტარები

ბოლო ამბები