Thumbnail

ტყვიის სროლა | ქართული წყვილის ბრინჯაოს მედალი მსოფლიო თასზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • წარმატებას მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ მიაღწიეს
  • გერმანულ ზულში გამართულ ტურნირში მონაწილეობას 38 ნაკრები იღებდა 

ქართველმა ტყვიის მსროლელებმა მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს გერმანულ ზულში მიმდინარე ახალგაზრდა ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე. ქართველმა სპორტსმენებმა მე-3 ადგილისთვის შეხვედარში ტაილანდელი მეტოქეები დამაჯერებლად – 16:4 დაამარცხეს.

შეჯიბრება ახლებური სისტემით ჩატარდა: საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ნახევარფინალური სერია არ გამართულა და მედლებისთვის მებრძოლი გუნდები მოპოვებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ. შესაბამისად, ფინალში 6 დუეტი გავიდა: I-II ადგილზე გასულებმა ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღეს, III-VI და  IV-V-ადგილოსნები კი ერთმანეთს ბრინჯაოს მედლებისთვის გაეჯიბრნენ. 

აღსანიშნავია, რომ ფროდიაშვილი-მუმლაძის წყვილი შესარჩევ ეტაპზეც კარგად გამოვიდა – 571 ქულით 38 წყვილს შორის საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს მეორე ნაკრები – სალომე ფროდიაშვილისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით 544 ქულით 31-ე იყო.

ქართველმა მსროლელებმა, თელაველმა მარიამ ფროდიაშვილმა და ქუთაისელმა გიორგი მუმლაძემ შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედალი...

Posted by Srolis Federacia Georgian Shooting on Thursday, May 12, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები