Thumbnail

FIFA 22 | კრიშტიანო რონალდო პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • პორტუგალიელმა ვარსკვლავმა აპრილში 5 გოლი გაიტანა
  • CR7 პრემიერლიგის წლის საუკეთესო გუნდშიც მოხვდა 

FIFA 22 ყოველთვიურად მსოფლიოს წამყვანი ლიგების თვის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. EA Sports-მა დაადასტურა, რომ აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერლიგაში კრიშტიანო რონალდო გახდა.  

პორტუგალიელ ვარსკვლავს ამ სეზონში სხვადასხვა სახის სპეციალური ბარათი ჰქონდა მინიჭებული, რომელიც რვა დამატებითი ვერსიისგან შედგებოდა. მისი საუკეთესო რეიტინგი 97 გახლდათ, რომელიც პრემიერლიგის წლის გუნდში მოხვედრით დაიმსახურა. რონალდოს მონაცემები შემდეგნაირად შეფასდა: დრიბლინგი - 92, დარტმა - 96, პასი - 87, ფიზიკა - 80 და დაცვა - 37.

აღსანიშნავია, რომ იუნაიტედის შვიდიანმა პრემიერლიგის აპრილის მატჩები მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა. მან ნორვიჩის წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ჩელსსა და არსენალს თითო-თითო გოლი გაუტანა. რონალდომ პრემიერლიგაში ჯამში 18 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

რაც შეეხება პრემიერლიგის საუკეთესო გუნდს: ის ტრადიციულად EA Sports-მა გამოავლინა და სეზონის 15 გამორჩეული ფეხბურთელისგან შედგება, რომელშიც სიტისა და ლივერპულის მოთამაშეები ჭარბობენ. მათგან ყველაზე მაღალი რეიტინგი მოჰამედ სალაჰს (97) და კრიშტიანო რონალდოს (97) აქვთ.

FIFA 22-ში პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება: 

ალისონ ბეკერი (ლივერპული) - 95
ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი) - 95
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული) - 92
რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი) - 95
ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული) - 96
დეკლან რაისი (ვესტ ჰემი) - 92
როდრი ერნანდესი (მანჩესტერ სიტი) - 90
ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი) - 93
კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) - 96
ბერნანდო სილვა (მანჩესტერ სტიტი) - 94
სონი (ტოტენჰემი) - 95
კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი) - 97
დიოგო ჟოტა (ლივერპული) - 91
სადიო მანე (ლივერპული) - 96
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) - 97

კომენტარები

ბოლო ამბები