Thumbnail
  • ნიგერია 0:2 ხორვატია
  • 1:0 ეტებო - ავტოგოლი (32), 2:0 მოდრიჩი (71)

მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ხორვატია ნიგერიის ნაკრებს დაუპირისპირდა. ზლატკო დალიჩის გუნდმა პირველივე წუთებიდანვე შეუტია და მე-13 წუთზე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა - ივან პერიშიჩის დარტყმა ნიგერიის კარს მცირე მანძილით ასცდა.

ხორვატებმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნეს, როდესაც კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მარიო მანჯუკიჩმა მიმართულება შეუცვალა, ბურთი ეტებოს მოხვდა და ისე გავიდა ნიგერიის კარში. პირველი ტაიმის მიწურულს ხორვატებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, თუმცა კრამარიჩის დარტყმა მეკარემ მოიგერია.

32' ეტებო (ავტოგოლი) - 1:0

ხორვატების უპირატესობა მეორე ნახევარში კიდევ უფრო გამოიკვეთა, თუმცა ნიგერიელები რამდენჯერმე მეკარემ და რამდენჯერმე ხორვატთა უზუსტობამ გადაარჩინა. 70-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩი საჯარიმოში წააქციეს, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ლუკა მოდრიჩმა გოლად აქცია და ხორვატიას ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა.

71' მოდრიჩი - 2:0

ნიგერიელებმა მეორე ტაიმის ბოლო წუთებში პრესტიჟის გოლის გატანა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ხორვატებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგეს და D ჯგუფში 3-ქულით გალიდერდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები