Thumbnail

მილუოკი ბოსტონთან NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში ისევ დაწინაურდა. მოქმედმა ჩემპიონმა სელტიკსი ძალიან დრამატულ ბრძოლაში 110:107 დაამარცხა და კონფერენციის ფინალში გასასვლელად მხოლოდ 1 მოგებაღა სჭირდება.

არადა, ბოსტონი ძალიან კარგად თამაშობდა, მთელ რიგ მომენტებში დომინირებდა და ბოლო მეოთხედის დასაწყისში 14 ქულითაც კი იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ მოახერხეს, რაც პირველ რიგში ისევ იანის ანტეტოკუნმპოს დამსახურებაა, რომელმაც 40 ქულა დააგროვა (16/27, 11 მოხსნა, 7 დაკარგვა). თუმცა ეს მატჩი მხოლოდ იანისს არ შეუტრიალებია - ბოლო წუთებში დიდი ამბები დატრიალდა.

ჯრუ ჰოლიდეიმ (24 ქულა, 9/24, 8 მოხსნა, 8 ასისტი) ერთი დაფარებით და ერთი ჩაჭრით მარკუს სმარტის წინააღმდეგ, ბოლო წუთზე ბოსტონს მატჩის გადარჩენის ორივე შანსი წაართვა. მანამდე თავისი გუნდი ბობი პორტისმა (14 ქულა, 15 მოხსნა) დააწინაურა.

ამრიგად, საბოლოოდ ბოსტონს ვერ უშველა იმან, რომ ჯეისონ ტეიტუმმა (34 ქულა, 12/29) და ჯეილენ ბრაუნმა (26 ქულა, 9/19, 8 მოხსნა, 6 ასისტი) ძალიან კარგად ითამაშეს. და ვერც იმან, რომ სმარტთან (15) ერთად, დანიელ თაისმაც 10-ზე მეტი ქულა ჩააგდო (11, 5/5).

“როცა ბოსტონში 14 ქულით აგებ, ყველა იტყვის, რომ შანსი აღარ გაქვს, მაგრამ ჩვენ ერთად ვიბრძვით ბოლომდე.” - აღნიშნა მატჩის შემდეგ ჯრუ ჰოლიდეიმ.

მოკლედ, მეექვსე მატჩის წინ, რომელიც 14 მაისს მილუოკიში გაიმართება, ბაქსი სელტიკსს 3:2-ს უგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები