Thumbnail
  • პერუ 0:1 დანია | პოულსენი (59)
  • დანიელებმა მუნდიალი მოგებით დაიწყეს

C ჯგუფის მეორე შეხვედრა პერუსა და დანიას შორის გაიმართა. სამხრეთამერიკელებმა და ევროპელებმა სარანსკში, მორდოვია არენაზე ითამაშეს. პერუელებს მე-7 წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ ვიქტორ ფლორესის დარტყმა შმეიხელმა აიღო. ზუსტად ექვს წუთში, ანდრე კარილიო რამდენიმე მოთამაშეს გასცდა, დარტყმაც შეძლო, თუმცა შმეიხელმა ამჯერადაც კარგად ითამაშა და ბურთი მოიგერია.

36-ე წუთზე უილიამ კვისტმა ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად კი აიაქსის შემტევი, ლასე შონე გამოვიდა მინდორზე, რომელმაც ერთ წუთში დანიელთა პირველი რეალური საგოლე მომენტი შექმნა. პიონე სისტოს წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა ერიკსენმა ცოცხალ კედელს გაარტყა, რის შემდეგაც ბურთი ლასე შონეს მიუვიდა, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით გაგზავნა პერუელთა კარის მიმართულებით - 

43-ე წუთზე კრისტიან კუევამ დანიელთა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა - იუსუფ პოულსენმა პერუელი წააქცია, გამბიელმა არბიტრმა ბაკარი პაპა გასამამ თერთმეტმეტრიანი მხოლოდ ვიდეოგამეორების შემდეგ დანიშნა.

თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან თავად კუევა მივიდა, რომელმაც ბურთი კარის ნაცვლად, ტრიბუნაზე გაუშვა.

მეორე ტაიმში პერუელებმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, რის გამოც დაისაჯნენ - 59-ე წუთზე იუსუფ პოულსენი მეკარესთან პირისპირ დარჩა და დანია დააწინაურა.

იუსუფ პოულსენმა დანიის ნაკრების მაისურით მე-5 გოლი გაიტანა.

პერუელებმა უამრავი მომენტი შექმნეს, სამხრეთ ამერიკელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გატანას ვერ ახერხებდნენ. დანიელები ცდილობდნენ, რომ კონტრშეტევებზე ეთამაშათ, მაგრამ პერუ იმდენად ხშირად უტევდა, რომ ევროპელებს ამის დრო არ რჩებოდათ. 84-ე წუთზე კარილიომ დანიელი მოთამაშე ჩამოიშორა, საჯარიმოში ჩააწოდა და ბურთი ფარფანს მიუვიდა, კასპერ შმეიხელმა პერუელს კიდევ ერთხელ აჯობა და მეექვსე სეივი ჩაიწერა აქტივში.

დანიამ ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა და მუნდიალზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები