Thumbnail
  • 3-5 ივნისს საქართველოში თბილისის გრანდ სლემი გაიმართება
  • ტურნირზე სულ 35 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

3-5 ივნისს თბილისი ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირის დაწყებამდე ჯერ კიდევ 20 დღეზე მეტი რჩება, თუმცა საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია. 

ვაჟებში საქართველო კვოტას მთლიანად იყენებს და წონაში 4-4 ძიუდოისტს დააყენებს (სულ 28), 7 წარმომადგენელი გვეყოლება ქალთა შორისაც. ბუნებრივია, განაცხადში შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს, თუმცა მინიმალური.

საქართველოს ნაკრების წინასწარი განაცხადი

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე, გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე, საბა კაპანაძე

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი

-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ლევან გუგავა, გიორგი შერაზადიშვილი

-90 კგ: ლუკა მაისურაძე, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე

-100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური

+100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, გიორგი ქავთარაძე, ონისე ბუღაძე

-48 კგ: ნატალია ყიფშიძე

-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი

-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი

-63 კგ: რეგინა უთნელიშვილი

-70 კგ: ინდირა სილაგაძე 

-78 კგ: მარიამ ჭანტურია

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

განაცხადში არ არიან ვარლამ ლიპარტელიანი, საბა ინანეიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (რომელსაც ტოკიოს მერე არსად უჭიდავია) და სხვები.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში ომის გამო გადაიდო. "ამჟამინდელი სიტუაციის გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ და გრანდ სლემის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტეს, ტურნირის გადადების შესახებ", - ნათქვამი იყო IJF-ის მაშინდელ ოფიციალურ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 2021 წელს პირველი გახდა გრანდ სლემის სტატუსის (მანამდე თბილისის გრან პრი იმართებოდა). შარშან ტურნირმა მაყურებლის გარეშე ჩაიარა და საქართველომ თბილისის გრანდ სლემი 9 მედლით დაასრულა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი - ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.). აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები