Thumbnail

ერლინგ ჰაალანდის დორტმუნდიდან მანჩესტერ სიტიში ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდა. გერმანული კლუბის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ჰანს-იოახიმ ვატცკემ კი ნორვეგიელის წასვლაზე მანამდე ილაპარაკა და მიანიშნა, რომ ეს მისი კლუბისთვის ტრაგედია არ იქნება.

"მოთამაშეთა გაშვება ჩვენთვის ერთადერთი გზაა, რადგან როდესაც ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოდის, გვიხდება ბრძოლა დიდ კლუბებთან, რომლებსაც ზურგს ოლიგარქები და არაბული სახელმწიფოები უმაგრებენ. ამ ბრძოლის მოგება ჩვენ არ შეგვიძლია. სამაგიეროდ, შეგვიძლია მოვიგოთ ბრძოლა ისეთი 18 წლის მოთამაშისთვის, როგორიც ჯუდ ბელინგემია. ეს იმიტომ, რომ მას მოსწონს დორტმუნდის ბორუსია, რომელსაც სტადიონზე ყოველთვის 80 ათასი გულშემატკივარი ჰყავს, კლუბში კი იციან, როგორ მოექცენ ახალგაზრდა მოთამაშეებს.

ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია ფეხბურთელების წასვლა და მოსვლა. როდესაც უსმან დემბელე ბარსელონაში გავყიდეთ, ეს ძალიან სარფიანი გარიგება იყო. როდესაც რობერტ ლევანდოვსკიმ სატრანსფერო ფასის გარეშე დაგვტოვა, ეს არცთუ კარგი იყო, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.

რას ვფიქრობ ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერზე? მისი გადასაწყვეეტია. დორტმუნდი 113 წელია არსებობს და თამაშობს და აქედან 111 - ჰაალანდის გარეშე", - აქვეყნებს გერმანული მედია ვატცკეს სიტყვებს.

მანჩესტერ სიტი ნორვეგიელში 75 მილიონ ევროს გადაიხდის

21 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთელმა მანჩესტერ სიტიში გადასვლის წინ, ბრიუსელში სამედიცინო შემოწმება გაიარა, მანჩესტერ სიტიმ კი დორტმუნდთან შეთანხმების შესახებ გამოაცხადა. ცნობილია, რომ თავდამსხმელი ინგლისურ კლუბთან, რომელსაც 1 ივლისიდან შეუერთდება, 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ყოველკვირეული ხელფასი კი დაახლოებით 375 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება. 

ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდის ღირსებას 2020 წლის ზამთრიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა გუნდის ღირსება ყველა ტურნირის 29 მატჩში დაიცვა, გაიტანა 28 გოლი და მიითვალა 7 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები