Thumbnail
  • რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე საუბრები არ წყდება
  • ახლა კომენტარი ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ბარსელონას რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება სურს, მაგრამ ტრანსფერის განხორციელება კატალონიური გრანდის ფინანსური მდგომარეობის გამო ადვილი არ არის. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ბარსას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ, როდესაც მიუნხენის ბაიერნის პოლონელი გოლეადორის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს.

“სანამ ახალ მოთამაშეებს ჩვენთან გადმოსვლა შეეძლებათ, მანამდე სხვა მოთამაშეები უნდა წავიდნენ. საკმაოდ რთული სიტუაციაა,” - განაცხადა ჩავიმ.

როგორც იცით, ლევანდოვსკის ბაიერნთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს. მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ პოლონელმა კონტრაქტი ბოლომდე უნდა შეასრულოს. უფრო მეტიც: რეკორდმაისტერი ლევანდოვსკისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ეცდება. თუმცა გერმანული და ესპანური მედია წერს, რომ თვითონ ლევანდოვსკი ბაიერნის დატოვებაზე და ბარსელონაში გადასვლაზე ფიქრობს.

რობერტ ლევანდოვსკიმ ბაიერნთან ერთად გერმანიის კიდევ ერთი ჩემპიონობა იზეიმა

“ბარსას გაძლიერება ყოველ წელს სჭირდება. მით უმეტეს მაშინ, როცა ტიტულებს ვერ ვიგებთ. მაგრამ რთული ფინანსური მდგომარეობა გვაქვს და ეს ყველამ იცის. ბარსელონას არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ფინანსური კრიზისი აქვს,” - დასძინა ჩავიმ.

სწორედ ამ პრობლემების გამო გამოეთიშა ბარსა ერლინგ ჰაალანდისთვის ბრძოლასაც. ჩავიმ დაადასტურა, რომ პრობლემა სწორედ ფინანსური საკითხები იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები