Thumbnail
  • საბა კვერკველია - ლესტერის მესამე შენაძენი?
  • თუ ეს ტრანსფერი შედგა, ვეს მორგანის ადგილი ლესტერში არ დარჩება

რუსული მედიის შემდეგ, საბა კვერკველიას შესაძლო ტრანსფერზე ლესტერ სიტიში ბრიტანულიც ალაპარაკდა - Mirror-ის ინფორმაციით, მოსკოვის ლოკომოტივის ქართველი მცველი შესაძლოა, ამ ზაფხულს "მელიების" მესამე შენაძენი იყოს. 

ლესტერმა უკვე დაიმატა პრემიერლიგიდან გავარდნილი ვესტ ბრომვიჩიდან ჯონი ევანსი, რომელშიც სულ, რაღაც 4 მილიონი ევრო გადაიხადა. პრემიერლიგის კლუბმა ასევე პორტუს მარჯვენა მცველი რიკარდო პერეირა დაიმატა, რომლის სანაცვლოდ გაცილებით მეტი, 28.5 მილიონი ევრო გადაიხადა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ლესტერი ლოკომოტივს 17 მილიონ ევროს სთავაზობს კვერკველიას სანაცვლოდ.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯონი ევანსი უკვე ლესტერშია, სიტი კვლავ აპირებს დაცვაში გაძლიერებას. "მელიები" საბა კვერკველიას დამატებასთან ახლოს არიან. კვერკველია ლოკომოტივს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა, შარშან კი გუნდთან ერთად რუსეთის თასი მოიგო. კვერკველია ლოკომოტივში რუბინდან გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

თუ სიტი კვერკველიას დაიმატებს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 28 კეპი აქვს მოპოვებული, კაპიტან ვეს მორგანის ადგილი გუნდში აღარ დარჩება. 34 წლის კაპიტანს ერთი სეზონი რჩება გუნდში, მაგრამ მას უკვე ხშირად აკრიტიკებენ ფანები. კლოდ პუელმა უკვე ორი მცველი დაამატა. 

კომენტარები

ბოლო ამბები