Thumbnail

ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე პრაღის ტურნირის ფინალში დამარცხდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე 5:7, 3:6 ხვალინსკა
  • არადა, ქართველ ჩოგბურთელს გადამწყვეტ მატჩამდე სეტიც კი არ ჰქონდა წაგებული

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართული საერთაშორისო ტურნირის ფინალში 10 წლით უმცროს პოლონელ მაია ხვალინსკას გაეჯიბრა და 5:7, 3:6 დამარცხდა.

გორგოძეს ეისი არ ჰქონია და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, საერთო ჯამში კი, მეტოქეზე 15-ით ნაკლები (58:73) გათამაშება მოიგო. აღსანიშნავია, რომ ფინალისტების ერთნაირი რაოდენობის ბრეიკ-პოინტი (8-8) ჰქონდათ, საიდანაც ქართველმა ჩოგბურთელმა 3 გამოიყენა, პოლონელმა კი – 5. თამაში საათსა და 41 წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ფინალამდე, გორგოძემ 4 მატჩი ისე მოიგო, რომ სეტიც კი არ დაუთმია: გერმანელ ლუისა მეიერ აუფ დერ ჰეიდესთან – 6:1, 6:4, ამერიკელი კეტი მაკნელისთან – 6:4, 6:0, ავსტრალიელ ლიზეტ კაბრერასთან – 6:2, 6:2, ხოლო მექსიკელ ფერნანდა კონტრერას გომესთან – 6:4, 6:3.

ცნობისთვის, ეკომ პრაღაში 30 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და WTA-ს ლაივ-რეიტინგში 602 ქულით 111-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები