Thumbnail
  • 17 ივნისი / 16:00 / სამარა / კოსტა რიკა V სერბეთი
  • 2014 წლის მუნდიალის კონკიას ისტორია ყველას ახსოვს
  • 8 წლის მერე სერბეთი მუნდიალს უბრუნდება

17 ივნისს სამარაში E ჯგუფის პირველ მატჩში სერბეთის ნაკრები კოსტა რიკას დაუპირისპირდება. 2014 წელს კოსტა რიკამ მთელი მსოფლიო გააოცა და ახლა ამ წარმატების განვითარებას გეგმავს.

ბრაზილიაში კოსტა რიკამ მართლაც კონკიას ისტორია გამოაცხო - ისეთი ჯგუფიდან გავიდა, სადაც ინგლისი, იტალია და ურუგვაი თამაშობდნენ! მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა, გზიდან საბერძნეთი ჩამოიცილა და მეოთხედფინალში გავიდა, მხოლოდ ფინალების სერიაში დამარცხდა ჰოლანდიის ნაკრებთან - 3:4. ორი აცილებული პენალტიდან ერთ-ერთი ბრაიან რუისის ანგარიშზეა, კოსტარიკელთა ლიდერსა და კაპიტანზე. 

საკვალიფიკაციო ეტაპზე კოსტა რიკამ დამაჯერებლად ითამაშა, ხოლო ამერიკის ნაკრებს სულაც 4:0 მოუგო. ერთი ეგაა, კოსტარიკელებმა თავიანთი ამხანაგური მატჩების უმრავლესობა დათმეს. 
სერბეთი მუნდიალს 2010 წლის მერე უბრუნდება. გემახსოვრებათ, სერბეთი საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან იყო ჯგუფში. 

ოსკარ რამირესის გუნდისთვის პირველი მატჩი შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. მლადენ კრსტაიჩის გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა შექმნილი, განსაკუთრებით მას მერე, რაც სერბეთმა ამხანაგურ მატჩში ბოლივია 5:1 გაანადგურა. სერბეთს საკვალიფიკაციო ეტაპზე სლავოლიუბ მუსლინი ხელმძღვანელობდა, მაგრამ გუნდის თამაშის სტილს ხშირად აკრიტიკებდნენ. ასე რომ, მუსლინი კრსტაიჩმა ჩაანაცვლა.

საინტერესო ფაქტები

► სერბეთს და მის წინამორბეტ იუგოსლავიას მუნდიალებზე ყოველთვის მოგებული აქვს კონკაკაფის გუნდებთან - 3 მატჩი, 3 მოგება. 

► თუ პენალტების სერიებს არ ჩავთლით, 2014 წლის მუნდიალზე მხოლოდ გერმანელებმა, ჰოლანდიელებმა და კოსტარიკელებმა არ წააგეს.

► სერბებმა ბოლო ორ მუნდიალზე (2006, 2010) ჯგუფური ეტაპის 6 მატჩიდან 5 წააგეს და მხოლოდ გერმანიას მოუგეს - (2010 წელს).

► ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე დუშან ტადიჩმა 7 საგოლე პასი გააკეთა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ჯოშუა კიმიხს (გერმანია, 9) ჩამორჩა. 

სავარაუდო შემადგენლობები

კოსტა რიკა: ნავასი, გონსალესი, დუარტე, აკოსტა, გამბოა, ოვიედო, გუზმანი, ბორხესი, რუისი, ბოლანიოსი, ურენია

სერბეთი: სტოიკოვიჩი, ივანოვიჩი, მილენკოვიჩი, ტოშიჩი, კოლაროვი, მატიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ტადიჩი, ლიაიჩი, კოსტიჩი, მიტროვიჩი

კომენტარები

ბოლო ამბები