Thumbnail

ლივერპულმა ტოტენჰემს ვერ მოუგო - სიტისა და გვარდიოლას შანსი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლივერპული 1:1 ტოტენჰემი
  • მანჩესტერ სიტის ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი აქვს

ლივერპულმა პრემიერლიგის 35-ე ტურში ტოტენჰემს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა, რითიც ჩემპიონობის შანსები შეიმცირა. ტოტენჰემი 36-ე წუთზე სონის გოლით დაწინაურდა, რის შემდეგაც ლივერპულმა ლუის დიასის გოლით 74-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

იურგენ კლოპის გუნდს 83 ქულა დაუგროვდა და მანჩესტერ სიტის გაუთანაბრდა, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ნიუკასლთან გამარჯვების შემთხვევაში ლივერპულს 3 ქულით გაასწრებს.

ლივერპულს მომდევნო 3 ტურში ასტონ ვილასთან, საუთჰემპტონთან და ვულვზთან მატჩები ელის, ხოლო მანჩესტერ სიტის ნიუკასლთან, ვულვზთან, ვესტ ჰემთან და ასტონ ვილასთან შეხვედრა მოუწევს. სიტის ჩემპიონობის მშვენიერი შანსი აქვს, ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც ფიქრობს, შესაბამისად, გვარდიოლას გუნდს ინგლისის ჩემპიონატს ისტორიაში მერვედ მოიგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები