Thumbnail
  • ტვიტერის მომხმარებლებმა ეს კადრი მაშინვე აიტაცეს
  • აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით უცნაურად გუშინ რონალდოც იდგა

არგენტინის ნაკრების გოლკიპერი - ვილი კაბალიერო ისლანდიასთან მატჩის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულებისას, თავისი გუნდის კაპიტანთან - მესისთან ზურგშექცევით იდგა. სოციალური ქსელების მომხმარებლებს ეს კადრი, რა თქმა უნდა, არ გამორჩათ და ტვიტერზე ვარაუდებისა და ხუმრობების კასკადი წამოვიდა.

თუმცა, სინამდვილეში, არგენტინელ მეკარეს ასე დგომის საკმაოდ პატრიოტული მიზეზი ჰქონდა. ის არც არაფერს აპროტესტებდა და არც ლეო მესიზე იყო გაბრაზებული. კაბალიერო იმ მიმართულებით იყო შეტრიალებული, სადაც თავისი ქვეყნის დროშა ეგულებოდა.

სხვათაშორის, დაკვირვებული თვალი გუშინ საღამოს, პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩის წინ შეამჩნევდა, რომ ასევე ნახევრად შეტრიალებული იდგა პორტუგალიელთა კაპიტანი რონალდო, რომელიც ამ ჟესტით თავისი ქვეყნის დროშის პატივისცემას გამოხატავდა.

ერთი ფაქტიც, დღევანდელ მატჩში კაბალიერო პირველად აღმოჩნდა თავისი ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში, რადგან სერხი რომეროს ტრავმის შემდეგ, ის არგენტინის პირველი გუნდის პირველი მეკარე 36 წლის ასაკში გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები