Thumbnail
  • ქართველი ჩოგბურთელი საწყის რაუნდში ბრიტანელ დანიელ ევანსს შეხვდება
  • ნიკოლოზ ბასილაშვილს Internazionali BNL d'Italia-ზე ქულები დასაცავი არ აქვს

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდიდან გეზი რომისკენ აიღო და მომავალ კვირას მორიგ მასტერსში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 6 008 725 ევროა.

ბასილაშვილი Internazionali BNL d'Italia-ზე განთესილთა შორის ვერ მოხვდა და პირველ წრეში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ დანიელ ევანსს შეხვდება.

ცნობისთვის, თუკი ნიკოლოზმა მადრიდული ტურნირის მე-2 წრეში ესპანელ კარლოს ალკარასთან 3:6, 5:7 წააგო, ევანსი მერვედფინალამდე მივიდა და იქ რუს ანდრეი რუბლიოვს დიდი წინააღმდეგობა გაუწია: 6:7 (7:9), 5:7.

ქართველი და ბრიტანელი ჩოგბურთელები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2019 წლის უიმბლდონზე შეხვედრიან და მაშინ მასპინძელის უპირატესობა აშკარა იყო – 6:3, 6:2, 7:6 (7:2).

თუკი, ბასილაშილმა რევანშის აღება მოახერხა, მე-2 რაუნდში კანადელ დენის შაპოვალოვსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის უმჯობესს შეხვდება, მერვედფინალში კი, უდიდესი ალბათობით, რაფაელ ნადალი უნდა ელოდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკოლოზს რომში ქულები არ აქვს დასაცავი, რადგანაც გასულ წელს იქ წარუმატებლად გამოვიდა: პირველივე წრეში წააგო იტალიელ მატეო ბერეტინისთან – 6:4, 2:6, 4:6.

კომენტარები

ბოლო ამბები