Thumbnail

მესის დრამა მოსკოვში - გაფუჭებული პენალტი და ფრე მუნდიალის დებიუტანტებთან!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • არგენტინა 1:1 ისლანდია
  • აგუერო (19), ფინბოგარსონი (23)
  • არგენტინამ მუნდიალი წარუმატბელად დაიწყო
  • ისლანდიამ დებიუტში ქულა მოიპოვა

დღეს, არგენტინის ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მოსკოვში სპარტაკის სტადიონზე პირველი მატჩი ჩაატარა. ხორხე სამპაოლის გუნდმა მუნდიალის დებიუტანტ - ისლანდიას ვერ მოუგო.

შეხვედრაში პირველი შესანიშნავი დარტყმით, მანჩესტერ სიტის შემტევმა და გუნდის ლიდერმა - კუნ აგუერომ გაიტანა. სამხრეთ ამერიკელთა მთავარმა ფორვარდმა, ბურთი საჯარიმოში მიიღო - ტექნიკურად ითამაშა და ძლიერი დარტყმით ბურთი ჰალდორსონის კარში მოათავსა.

19’ აგუერო - 1:0

ჩრდილოელებმა მობილიზება მალევე შეძლეს, ისლანდიას გათანაბრებისთვის სულ რაღაც 4 წუთი დასჭირდა. არგენტინელთა დაცვამ სუსტად ითამაშა და ფინბოგარსონმა ანგარიში გაათანაბრა.

აუგსბურგის ტანმაღალმა ფორვარდმა, ქვეყნის ისტორიაში მუდნიალზე პირველი გოლი გაიტანა. ეს იყო ყველაზე სწრაფი გოლი დებიუტანტი გუნდისთვის, აქამდე ეს ნიგერიელ რეკორდი რაშიდ იეკინს ეუკთვნოდა, რომელმაც 1994 წლის მუნდიალზე ბულგარეთს 21 წუთში გაუტანა.

23’ ფინბოგარსონი - 1:1

მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, 64’ წუთზე არგენტინელთა გარემარბი მესა საჯარიმოში წააქციეს... პენალტი ლეო მესიმ დაარტყა, რომელიც ჰარალდსონმა მოიგერია.

64’ მესის აცილებული პენალტი

ისლანდიელთა მეკარემ დღეს არაერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია. ტაიმის მიწურულს სამხრეთ ამერიკელებს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, თუმცა ისლანდიელთა ორგანიზებულ დაცვას ვერაფერი მოუხერხეს.

ანალიზი და ფაქტები

არგენტინამ მუნდიალი ტრადიციულად მძიმედ დაიწყო. სამპაოლის გუნდს ისლანდიასთან გაუჭირდა, არგენტინელების სწრაფ და მოკლე პასით შეტევებს ისლანდიამ ორგანიზებული დაცვა დაუპირისპირა.  ისლანდია 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ ფეხბურთს იმეორებს - თავდადებული თამაში და ორგანიზებული დაცვა. არგენტინელთა შეტევაში ერთფეროვნებას, ლიონელ მესის ცუდი ინდივიდუალური თამაშიც დაემატა.

► ლიონელ მესიმ, კლუბში და ნაკრებში ერთად, შესრულებული ბოლო 7 პენალტიდან - 4 ააცილა!

► ანხელ დი მარიამ ბოლო 3 მსოფლიოს ჩემპიონატზე - 23 საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა არცერთი მათგანი გოლით არ დასრულდა.

► ლიონელ მესიმ კარისაკენ 13-ჯერ დაარტყა და ვერ გაიტანა, ასეთი რამ, ბოლოს ლუიჯი რივამ გააკეთა 1970 წლის მუნდიალზე, როდესაც შვედეთს და ისრაელს, უგოლოდ, ამდენივეჯერ დაურტყა.

მატჩის გმირი: ჰანეს თორ ჰალდორსონი (ისლანდია)

ისლანდიელთა მეკარემ ლიონელ მესის თერთმეტმეტრიანი და არაერთი სახიფათო დარტყმული მოიგერია. დანიური რანდერსის 'კიპერმა' მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და საკუთარი ქვეყნის ნაკრებს მუნდიალის სადებიუტო მატჩში ისტორიული ქულა მოაპოვებინა.

იმედგაცრუება: ლიონელ მესი (არგენტინა)

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, კარისაკენ 13-ჯერ დაარტყა, ვერცერთი ვერ გაიტანა, ასევე პენალტი გააფუჭა და თანაგუნდელები, თანამემამულეები დააღალატა. გარი ლინეკერმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ რონალდო ალბათ იცინისო, მესის მთავარმა მეტოქემ გუშინ ესპანეთს ჰეთ-თრიკი გაუტანა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ნაკრებში მის როლსა და მნიშნველობას.

კომენტარები

ბოლო ამბები