Thumbnail

ეკატერინე გორგოძე პრაღის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე 6:2, 6:2 კაბრერა
  • ქართველ ჩოგბურთელს ჩეხეთში სეტიც კი არ აქვს წაგებული

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) პირველ ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალში გავიდა და ტიტულამდე 2 გამარჯვება აშორებს.

გორგოძე მეოთხედფინალში მე-8 რეიტინგის მქონე ავსტრალიელ ლიზეტ კაბრერას გაეჯიბრა და 6:2, 6:2 სძლია. შეგახსენებთ, რომ მანამდე, ეკომ გერმანელი ლუისა მეიერ აუფ დერ ჰეიდე (6:1, 6:4) და ამერიკელი კეტი მაკნეილი (6:4, 6:0) დაამარცხა.

ნახევარფინალში, რომელიც 7 მაისს შედგება, გორგოძე ძალებს მექსიკელ ფერნანდა კონტრერას გომესთან მოსინჯავს. ფინალის მე-2 საგზურისთვის პოლონელი მაია ხვალინსკა და ჩეხი მირიამ კოლოძიეოვა იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები