Thumbnail
  • Le Parisien: კილიან მბაპე ახალ, 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს
  • 100 მილიონი ევრო ბონუსად ერთგულებისთვის
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

Le Parisien-ის ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენში რჩება - ის კლუბთან ახალი ხელშეკრულების დადებას აპირებს. "ჩვენი ცნობებით, პსჟ-სთვის ყველაფერი შესანიშნავადაა. 30 ივნისს მასთან კონტრაქტი სრულდება, ამიტომ მოლაპარაკების პროცესი დაჩქარდა კლუბსა და კილიან მბაპეს შორის", - წერს პარიზული გამოცემა. 

ახალგაზრდა ფორვარდი, რომლის დამატება რეალსა და ლივერპულს სურთ, პსჟ-ს ახალ, ორწლიან ხელშეკრულებაზე "პრინციპში შეუთანხმდა". 23 წლის სუპერვარსკვლავი ამ ზაგხულს თავისუფალი აგენტი ხდება და ფეხბურთის მოყვარულთა დიდ ნაწილს სჯერა, რომ მომავალი სეზონიდან მას "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვიხილავთ. ფრანგული გრანდი უკვე თვეებია, რაც ცდილობს მბაპეს დაყოლიებას, რომ მან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. პსჟ-მ საამისოდ, იანვარში რეალის სუპერწინადადებაც უარყო. 

დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა გამოცემა ამტკიცებს, რომ კილიანი 100 მილიონ ევროს ბონუსად მიიღებს, მისი წლიური ხელფასი კი 50 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე 2017 წლიდან თამაშობს პსჟ-ში, მან ჯერ მონაკოდან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა, მომდევნო სეზონიდან კი პარიზული კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახდა. პსჟ-ს მაისურით მან 214 მატჩში 167 გოლი გაიტანა და 84 საგოლე პასი გააკეთა. 

კომენტარები

ბოლო ამბები