Thumbnail
  • დინამო თბილისი 18:15 თბილისი
  • 11 მაისს დინამო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩს ითამაშებს

დინამო თბილისი კვლავ საქართველოს ჩემპიონია! ფინალურ მატჩში დეიან სტანოიევიჩის გუნდმა თბილისის თბილისს 18:15 მოუგო და ტიტულს დაეუფლა. დღესვე გაიმართა მე-3 ადგილისთვის დაპირისპირება, რომელშიც სპორტ მენეჯმენტმა არენას 15:12 მოუგო და ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

შეგახსენებთ, რომ დინამომ ნახევარფინალში იოლად დაამარცხა სპორტ მენეჯმენტი - 19:9. იმ მატჩში ივან სარიჩმა 5 გოლი გაიტანა, ანდრო ბითაძემ კი - 4. ახლა საქართველოს ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ელის - 11 მაისს ბერძნულ ოლიმპიაკოსს მასპინძლობს. A ჯგუფში დინამოს 1 მოგება და 12 მარცხი აქვს. ოლიმპიაკოსი კი 6 მოგებით, 2 ფრით და 5 მარცხით ჯგუფში მე-5 ადგილზეა. შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი გადის. 

კომენტარები

ბოლო ამბები