Thumbnail
  • საქართველოს 15 და 16-წლამდე ნაკრებები ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ
  • ცნობილია ორივე გუნდის შემადგენლობა და მეტოქეები

საქართველოს 16 და 15-წლამდე ასაკობრივი გუნდები მაისში ამხანაგურ ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.

გიორგი ხიზანიშვილის მიერ გაწვრთნილი 16-წლამდელები უეფას განვითარების თასისთვის მოემზადებიან. 11 და 16 მაისს საქართველოს ასაკობრივი გუნდი სფფ-ის რუსთავის აკადემიის მოედანზე ზამბიას და აზერბაიჯანს უმასპინძლებს.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი ივნისიდან 17-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 25, 28 და 31 ოქტომბერს ინგლისის, ისრაელის და ლიეტუვის წინააღმდეგ ჩაატარებს. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

U16 | შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი), მათე საური (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), ვასილ ბალალაშვილი (სფფ-ის აკადემია), დავით ქელდიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი გოგატიშვილი (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ კალანდაძე (სფფ-ის აკადემია), რატი გრიგალავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ბენდიანიშვილი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: დათა ინაიშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), ავთანდილ მაშავა (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ ტკალია (სფფ-ის აკადემია), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), საბა სამუშია (სფფ-ის აკადემია), დანიელ ქვარცხავა (საბურთალო), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი), გიორგი მეძველია (სალხინო).

თავდამსხმელები: იუსუფ მეხტიევი (სფფ-ის აკადემია), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი).

U16 | მატჩების განრიგი

11 მაისი | 17:00 - საქართველო V ზამბია
16 მაისი | 17:00 - საქართველო V აზერბაიჯანი

გიორგი ჩიტაურის მიერ დარიგებული 15-წლამდე ნაკრები სომხეთში მიემგზავრება, სადაც ერევანში, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ლიბანს (8 მაისი), მოლდოვას (10 მაისი) და მასპინძელ სომხეთს (12 მაისი) დაუპირისპირდება.

U15 | შემადგენლობა

მეკარეები: ვანო ბახუტიშვილი (35-ე სკოლა), სანდრო კუპატაძე (35-ე სკოლა), დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი).

მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), ნიკა დანელია (სფფ-ის  ზუგდიდის აკადემია).

ნახევარმცველები: ანდრია ხოროიშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ვიბლიანი (დინამო თბილისი), ლუკა კვაშილავა (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია), ნიკოლოზ გვაზავა (დინამო თბილისი), ნიკა სურგულაძე (საბურთალო), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), საბა კვინიკაძე (დილა), ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), გიორგი გაბრიჩიძე (35-ე სკოლა), რეზი დანელია (დინამო თბილისი), რატი ალექსიძე (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), საბა ნიორაძე (სელერო).

თავდამსხმელები: თორნიკე გულიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო), ლუკა ლაშხია (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია).

U15 | მატჩების განრიგი

8 მაისი | 16:00 - საქართველო V ლიბანი
10 მაისი | 16:00 - მოლდოვა V საქართველო
12 მაისი | 16:00 - სომხეთი V საქართველო

კომენტარები

ბოლო ამბები