Thumbnail

ფრანგი მწვრთნელი: მაისაშვილის ავადმყოფობისას საქართველოდან დამირეკეს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • საფრანგეთის ნაკრების ექს-მწვრთნელის თქმით, საქართველოში მუშაობა შესთავაზეს
  • გიი ნოვეს საქართველოდან მაშინ დაუკავშირდნენ, როცა მაისაშვილი კოვიდს ებრძოდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ფრანგული სარაგბო გამოცემა Quinze Mondial-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა გიი ნოვემ Midi Olympique-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელობა შესთავაზეს, თუმცა უარი თქვა. 

"მომავალში მწვრთნელი აღარასდროს ვიქნები. ბოლო თვეებში, საკმაოდ მიმზიდველ შემოთავაზებებზე უარი ვთქვი. სტან ფრანსე იუბერტ პატრიკოს (ექს-პრეზიდენტი) საშუალებით იქამდე დამიკავშირდა, სანამ ჰეინეკე მეიერს აიყვანდნენ. მაშინ შუა სასამართლო პროცესში ვიყავი. კლერმონის პრეზიდენტმა გუნდის მწვრთნელობა ჟონო გრიბსის დანიშვნამდე შემომთავაზა. სამუშაოს ვარიანტი იტალიურ კლუბიდანაც მქონდა, მაგრამ რომში გადასვლა არ მინდა, რადგან პიბრაკში (პატარა კომუნა ტულუზთან, 8000 მოსახლეობით) თავს კარგად ვგრძნობ. იმ დროს, როცა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (ლევან მაისაშვილი) კორონავირუსის რთულ ფორმას ებრძოდა, კავკასიელებიც კი დამიკავშირდნენ," - განაცხადა ნოვემ.

მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკაში გამართული ტურნეს დროს, 'ბორჯღალოსნების' მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და რამდენიმე მოთამაშე კორონავირუსით დაინფიცირდნენ, ეროვნულმა გუნდმა კი მასპინძლებთან გასამართი მეორე მატჩი გააუქმა. საბედნიეროდ, სამხრეთაფრიკელმა ექიმებმა საქართველოს ნაკრების დამრიგებლის გადარჩენა მოახერხეს და მაისაშვილი სამშობლოში ჯანმრთელი დაბრუნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები