Thumbnail

იაპონია ბორჯღალოსნებთან მატჩამდე იტალიასთან დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპონია 22:25 იტალია
  • მარცხი ''ბორჯღალოსნებთან'' მატჩის წინ
  • იტალიამ იაპონიას რევანში აუღო 

იაპონიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის ნაკრებთან მორიგი ტესტ-მატჩი გამართა. ივნისის ტესტ-მატჩების დროს, ამ ნაკრებებს შორის გამართული პირველი მატჩი, იაპონიამ 34:17 მოიგო. იტალიელებმა მეორე შეხვედრაში რევანშის აღება მოახერხეს და მეტოქეს 3 ქულით, 25:22 მოუგეს.

იტალიელთა მხრიდან ტომაზო ალანმა სამი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა. იაპონელებმა მატჩის მიწურულს მაცუშიმას ლელოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.

იაპონელები მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრებთან გამართავენ. ''ბორჯღალოსნები'' იაპონიას 23 ივნისს, სტუმრად დაუპირისპირდებიან. ამ ნაკრებებს შორის გამართული სამი შეხვედრიდან, ორჯერ იაპონელები იმარჯვეს, ხოლო ერთხელ ქართველებმა მოახერხეს გამარჯვება.

კომენტარები

ბოლო ამბები