Thumbnail

6:0 ამერიკელთან და მეოთხედფინალის საგზური - გორგოძე პრაღის ტურნირის ფავორიტია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გორგოძე 6:4, 6:0 მაკნეილი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხეთში უკვე 2 მატჩი მოიგო

30 წლის ეკატერინე გორგოძემ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) 2 მატჩი მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

პრაღის ღია პირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ საწყის რაუნდში გერმანელი ლუისა მეიერ აუფ დერ ჰეიდე 6:1, 6:4 დაამარცხა, დღეს კი, ამერიკელ კეტი მაკნეილისაც დამაჯერებლად აჯობა – 6:4, 6:0 სძლია.

უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მე-8 რეიტინგის მქონე ავსტრალიელი ლიზეტ კაბრერა იქნება, რომელმაც მერვედფინალში ჩეხ ჯესიკა მალეჩკოვას 2:6, 7:5, 7:5 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ეკოს WTA-ს ერთეულთა რეიტინგში 572 ქულა აქვს და 118-ე ადგილზე იმყოფება, რაც მის პირად რეკორდს მხოლოდ 3 პოზიციით ჩამორჩება. წყვილთა კლასიფიკაციაში ქართველ ჩოგბურთელს 58-ე საფეხური უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები