Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილს 205 ქულა მოაკლდა და ATP-ს რეიტინგში დაქვეითდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი ასეთ დაბალ პოზიციაზე გასული წლის ოქტომბრის მერე არ ყოფილა
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო მატჩს დღეს ფაბიო ფონინის წინააღმდეგ ჩაატარებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

30 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში დაქვეითდა და ახლა, მსოფლიოში 27-ე ნომერია.

ბასილაშვილი დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში კლასიფიკაციის მე-20 ადგილზე გახლდათ, მორიგი წარუმატებლობის შემდეგ კი, ვარდნას ვეღარ გადაურჩა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნიკოლოზმა მიუნხენში ითამაშა, სადაც შარშანდელი გამარჯვებულის რანგში ჩავიდა, თუმცა, მხოლოდ 1 წრე გაიარა და 205 ქულა მოაკლდა.

როგორც აღვნიშნეთ, ქართველი ჩოგბურთელი 7 პოზიციით დაქვეითდა, 27-ე ადგილზე კი ის გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი უკვე მადრიდში იმყოფება და დღეიდან მასტერსში (საპრიზო ფონდიც 6 575 560 ევრო) ჩაერთვება, მისი პირველი მეტოქე კი იტალიელი ფაბიო ფონინია.

საქართველოს პირველი ჩოგანი ფონინისთან მატჩს ცუდი სტატისტიკით ხვდება: ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული და მათში სწორედ იტალიელთან ტექნიკური გამარჯვებაც (ინდიან ველსის მასტერსზე) შედის.

კომენტარები

ბოლო ამბები