Thumbnail

'ჩვენმა თაობამ ეს ვერ შეძლო' - არველაძემ ტრაბზონსპორს ჩემპიონობა მიულოცა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტრაბზონსპორი თურქეთის ჩემპიონი 1984 წლის შემდეგ პირველად გახდა
  • არველაძე თურქული კლუბის ლეგენდაა, იქ მწვრთნელადაც უმუშავია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ინგლისური ჰალ სიტის მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ტრაბზონსპორს ჩემპიონობა მიულოცა. მოგეხსენებათ, თურქულმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 38-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.

"ვულოცავ ტრაბზონსპორს თურქეთის ჩემპიონობას. ძალიან მიხარია კლუბისა და ყველა გულშემატკივრის გამო! ჩვენმა თაობამ ეს ვერ შეძლო... მაგრამ ამ გუნდმა საოცარ შედეგს მიაღწია და უამრავი გულშემატკივარი გაახარა. წარმოუდგენელი სეზონი, ვამაყობ შენით, ტრაბზონ", - წერს არველაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ტრაბზონსპორში 1993-1997 წლებში თამაშობდა და 123 მატჩში 81 გოლი გაიტანა. მან ტრაბზონელების რიგებში 1995 წელს თურქეთის თასი და სუპერთასი მოიგო, მაგრამ ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დააკლდა. გარდა ამისა, შოთა ტრაბზონსპორს 2015 წლის ივლისიდან ნოემბრამდე წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები