Thumbnail
  • დიდი 10-ის რეგულარული სეზონი უხვქულიანი ტურით დასრულდა
  • პლეი ოფის მატჩების თარიღი უკვე გაირკვა, ბრძოლა ტიტულისთვის იწყება

დიდი 10-ის რეგულარული სეზონი დასრულდა, მე-18 ტურში გუნდებმა მაყურებლებს დიდი სანახაობა აჩუქეს. ათმა გუნდმა ხუთ შეხვედრაში 342 ქულა გაიტანა, გუნდებმა ერთმანეთი 52-ჯერ დაალელოვეს.

გამორჩეული იყო ხარებისა და ლიგიდან გავარდნილი იუნკერების მატჩი, სადაც 17 ლელო გავიდა. 12 ლელო დაიდო ყაზბეგისა და ლოკომოტივის დაპირისპირებაში. ბოლო ტურში დიდი 10-ის მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის აია რეგულარული სეზონის ლიდერ ბათუმთან განადგურდა - 0:59. ბათუმელებმა 18 მატჩიდან 17 მოიგეს და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს ყოჩებთან.

ჩემპიონობისთვის ბრძოლას 6 გუნდი აგრძელებს: ბათუმი, ყოჩები, ხარები, ლელო, აკადემია და აია. დიდ 10-ში ადგილი ლოკომოტივმა და არესმა შეინარჩუნეს, ყაზბეგი დასარჩენ პლეი ოფში ხვამლსა და ტაოს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო იუნკერები მომავალი სეზონიდან პირველ ლიგაში ითამაშებენ.

დიდი 10-ის პლეი ოფების მატჩების ჩატარების თარიღებიც ცნობილია - 14 მაისს ხარები აიას მიიღებს, 15 მაისს ლელო აკადემიას დაუპირისპირდება. ბათუმი და ყოჩები ფინალის პირდაპირი საგზურისთვის 21 ან 22 მაისს ბათუმში ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები