Thumbnail
  • უორდ-პროუსი, მალასია, ტორესი...
  • ტენ ჰაგი გუნდის აწყობას დაცვიდან იწყებს

გასულ კვირას, ერიკ ტენ ჰაგის სატრანსფერო გეგმებზე პირველი ჭორები გავრცელდა და ერთ-ერთი ასეთი ბრენტფორდიდან კრისტიან ერიკსენის დამატება იყო. თუმცა, დღეს მანჩესტერ იუნაიტედის გარშემო კიდევ რამდენიმე სახელი გაჟღერდა.

როტერდამის ფეინოორდის ახალგაზრდა მარცხენა მცველი - ტაირელ მალასია, რომელსაც ნიდერლანდებში "პიტბულის" მეტსახელით იცნობენ, როგორც ჩანს ერიკ ტენ ჰაგის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.

პაუ ტორესის დამატება ორივე მანჩესტერულ კლუბს სურს

მალასია 9 წლიდან ფეინოორდში თამაშობს. კლუბის მაისურით ბოლო მატჩი უეფას კონფერენს ლიგის ნახევარფინალში, მარსელის წინააღმდეგ ითამაშა და შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარება შეძლო.

ვილიარეალის და ესპანეთის ნაკრების მცველით - პაუ ტორესით, ტენ ჰაგი დაცვის ცენტრის გაძლიერებას შეეცდება - რგოლის, რომელიც ბოლო წლებია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები