Thumbnail

მაგარი ამბავი! უმცროსი ბორჯღალოსნები ზაფხულში დიდ ტურნირზე ითამაშებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში იტალიაში ითამაშებს
  • ტურნირზე 6 ერის ქვეყნები, საქართველო და სამხრეთ აფრიკა იასპარეზებენ

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ზედიზედ მესამე წელია ვეღარ ტარდება, რაც ახალგაზრდა მორაგბეებს დიდ პრობლემებს უქმნის. ეს ტურნირი უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის თავის წარმოსაჩენად ბრწყინვალე ადგილი იყო.

მატინოპადოვას ინფორმაციით, 2022 წლის ზაფხულში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნაცვლად ზაფხულის სერიები გაიმართება, სადაც რვა ნაკრები მიიღებს მონაწილეობს: 6 ერის ქვეყნები, უმცროსი ბორჯღალოსნები და სამხრეთ აფრიკა. მატჩები 24 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. ტურნირი ვენეტოს რეგიონში გაიმართება, რომელმაც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს 2011 წელს უმასპინძლა. სავარაუდოდ, 8 ნაკრები ორ ჯგუფად დაიყოფა, რის შემდეგაც ყველა ადგილისთვის პლეი ოფები გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა 2015 წელს მსოფლიო რაგბის ტროფი მოიგო და პირველად მსოფლიო თასზე ინგლისში ითამაშა, რის შემდეგაც კიდევ ზედიზედ სამჯერ ითამაშა მსოფლიოს თასზე და ისეთ ნაკრებებს მოუგო, როგორებიც იტალია, არგენტინა, ირლანდია, იაპონია, შოტლანდია და ფიჯი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები