Thumbnail

ფუტსალი I ტატიშვილი საქართველოს ჩემპიონია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტატიშვილი 4:0 კოლხი (სერიაში 2:1)
  • პირველ შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ტატიშვილმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო

საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში ტატიშვილი და კოლხი-გულრიფში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საჩემპიონო შეხვედრა ტატიშვილის უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც შესაბამისად აისახა - ალექსანდრე ძაბირაძის გუნდმა 4:0 სძლია მეტოქეს და საქართველოს  ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

მე-9 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც გიორგი სილაგავამ უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში და ტატიშვილი დაწინაურდა.

მე-18 წუთზე მატჩის და ალბათ სეზონის საუკეთესო გოლი გავიდა: ტატიშვილის მეკარემ, თორნიკე ბუკიამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარი ნახევრიდან უძლიერესად დაარტყა და ტატიშვილი ორი ბურთის სხვაობით დააწინაურა.

დარჩენილი ორი გოლი მატჩის მიწრულს გავიდა, როდესაც კოლხი 5 ფეხბურთელით უტევდა და კარი დაუცველი ჰქონდა. თორნიკე ბუკიამ დუბლი შეასრულა, მეოთხე გოლი კი გიორგი ქურდაძემ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

ტატიშვილი V კოლხი

ტატიშვილი V კოლხი

ტატიშვილი V კოლხი

ტატიშვილი V კოლხი

ტატიშვილი V კოლხი

ტატიშვილი V კოლხი

ტატიშვილი V კოლხი

ტატიშვილი V კოლხი

ტატიშვილი V კოლხი

ტატიშვილი V კოლხი

ტატიშვილი V კოლხი

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 33 გატანილი გოლით ტატიშვილის ფორვარდი გიორგი სილაგავა გახდა, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი კი ჩემპიონის მეკარე, თორნიკე ბუკიაა.

საქართველოს ფუტსალის ლიგას ტატიშვილის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს, მატჩის შემდეგ კი საინტერესო კომენტარები გაკეთდა…

თორნიკე ბუკია (ტატიშვილის მეკარე, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი)
“მართალია, ტაბლოზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ ანგარიში არ ასახავს თამაშის რეალურ სურათს. მძიმე ბრძოლა იყო და დაძაბული მატჩი გამოვიდა, რომელშიც საბედნიეროდ ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩემი გოლი ეფექტური გამოვიდა, თუმცა რაც მთავარია, მნიშვნელოვანი. 2:0 გახდა და დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩემპიონობისკენ. გამარჯვება ყველამ ერთად დავიმსახურეთ”

ლევან კობიაშვილი (სფფ-ს პრეზიდენტი)
“ძალიან საინტერესო ფინალი იყო და მთლიანობაში, წარმატებული ჩემპიონატი გამოვიდა. საქართველოში ფუტსალი ვითარდება და ეს ძალიან მახარებს. ტატიშვილი ვიცე-ჩემპიონი იყო და ეს გამოცდილება გუნდს გადამწყვეტ შეხვედრაში გამოადგა. მინდა კოლხი-გულრიფშსაც მივულოცო წარმატებული სეზონი, ეს გუნდი ხომ დებიუტანტი იყო. მთლიანობაში, ძალიან კარგი სეზონი გამოვიდა და მჯერა, რომ მომდევნო ჩემპიონატი კიდევ უფრო საინტერესო იქნება”

ფუტსალის ლიგაში მესამე ადგილი სტუ-თელასმა დაიკავა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა აგორას ორივე მატჩი მოუგო.

კომენტარები

ბოლო ამბები