Thumbnail

აკრძალვა UFC-ში - მებრძოლები ოქტაგონზე ეროვნული დროშებით ვეღარ გავლენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა ახალი წესი შემოიღო
  • ამის შესახებ მედიასთან ეკვადორელმა მარლონ ვერამ ისაუბრა

აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა (UFC) პრომოუშენის მებრძოლებს ოქტაგონზე თავიანთი ქვეყნების ეროვნული დროშით გასვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო ცნობილმა ეკვადორელმა მებრძოლმა მარლონ ვერამ გახადა.

"რა თქმა უნდა, ეროვნული დროშა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდები", - აქვეყნებს ჟურნალისტი ხოსე ლუისი სპორტსმენის სიტყვებს, რომელიც UFC-ის ტურნირში UFC Vegas 53 ამერიკელ რობ ფონტს უნდა დაუპირისპირდეს.

გიგა ჭიკაძე ოქტაგონზეც ამაყობს, რომ ქართველია

საქართველოს ეროვნული დროშის დემონსტრირებას UFC-ში აქამდე სისტემატურად ახდენენ ორგანიაციის ქართველი მებრძოლები: მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე და სხვები.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ UFC-მ რუს მებრძოლებს ოქტაგონზე დროშით გასვლა უკრაინაში გაჩაღებული ომისა და შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო აუკრძალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები