Thumbnail

BMW OPEN | ტიტული ვერ დაიცვა, ბასილაშვილმა კეცმანოვიჩთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მიომირ კეცმანოვიჩი 7:6, 6:2 ნიკოლოზ ბასილაშვილი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ტიტულის დაცვა ვერ შეძლო

ნიკოლოზ ბასილაშვილი (ATP 20) მიუნხენის ტურნირს გამოეთიშა. საქართველოს პირველი ჩოგანი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იყო და წლევანდელ ტურნირზე ერთ-ერთ ფავორიტადაც მოიაზრებდნენ, თუმცა ნიკოლოზი მეოთხედფინალიდან გავარდა.

ბასილაშვილმა მატჩი სერბ მიომირ კეცმანოვიჩთან ორ სეტში დათმო - 6:7, 2:6. არადა, ქართველს პირველი სეტის მოგების იდეალური შანსი ჰქონდა. ტაიბრეიკზე ნიკა 4:1 დაწინაურდა და მომდევნო ორი მოწოდება მისი იყო, თუმცა ზედიზედ 4 ქულა დათმო და საბოლოოდ პირველ სეტში დამარცხდა. კეცმანოვიჩმა მეორე სეტი მარტივად, 28 წუთში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

სერბი კარგ ფორმაშია და ამ ტურნირის მოგების შანსიც აქვს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ალექსანდერ ზვერევი ასპარეზობას მერვედფინალში გამოეთიშა, რაც კეჩმანოვიჩის შანსებს ზრდის.

კომენტარები

ბოლო ამბები