Thumbnail

ცოლის გვარზე გადავიდა, რათა პუტინთან არ ასოცირდებოდეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ეს უნდა გამეკეთებინა, რადგანაც არ მინდა სამხედრო დამნაშავესთან გამაიგივონ'
  • ლატვიელმა მოციგავემ საკუთარი გადაწყვტილება უკრაინაში მიმდინარე ომით ახსნა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ლატვიელმა მოციგავე კრისტენს პუტინსმა გვარი შეიცვალა, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არ ასოცირდებოდეს. ახლა, ბალტიისპირელი კრისტენს როდია, ეს კი მისი მეუღლის გვარია. აღნიშნულთან დაკავშირებით, კრისტენსმა საგანგებო განცხადებაც გაავრცელა და ყველაფერი რუსების მიერ უკრაინაში დაწყებული ომით ახსნა.

“ვალდებული ვიყავი, ეს გამეკეთებინა, რადგანაც არ მინდა მე ან ჩემი შვილები სამხედრო დამნაშავესთან ვასოცირდებოდეთ. საქმე აშკარა ოკუპაციასთან გვაქვს. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ეს უდიდესი დანაშაულია, რომელსაც ცალსახად ვემიჯნები. დაუშვებელია ის ომი, რომელსაც პუტინი ევროპაში აწარმოებს. როდესაც ასე თუ ისე ცნობილი სპორტსმენი გავხდი და ჩემს შესახებ წერა ჟურნალისტებმა დაიწყეს, არაერთ უხერხულობას გადავაწყდი. ბევრს არ სჯეროდა, რომ მართლა პუტინსი ვიყავი. პუტნისი, პუტნსი – ჩემს გვარს როგორ არ წერდნენ. ბევრს ეცინებოდა, თუმცა, არა ბოროტი განზრახვით. ამასთან, რუსები ყოველთვის პატივისცემით მეპყრობოდნენ, უკრაინელები კი, უფრო სიფრთხილით”.

ცნობისთვის, კრისტენს პუტინსმა პროფესიული კარიერა გასულ წელს დაასრულა. მისი ყველაზე დიდი წარმატება 2020 წელს უკავშირდება, როდესაც მეწყვილე იმანტს მარცინკევიჩთან ერთად, ლატვიის ქალაქ სიგულდაში გამართული მსოფლიო თასის ეტაპი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები