Thumbnail
  • 16 ივნისი / 20:00 / მორდოვია არენა / პერუ V დანია
  • პერუ მსოფლიო თასზე 36 წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს
  • არცერთი გუნდი მუნდიალის მეოთხედფინალს არასდროს გაცდენია

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნების ეროვნული ჰიმნების მოსმენა ყოველთვის ემოციურია, პერუელებისა და დანიელების შემთხვევაში ემოცია განსაკუთრებული იქნება. სამხრეთ ამერიკელებს უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე 1982 წლის შემდეგ არ უთამაშიათ, დანიამ კი ბრაზილია 2014 გამოტოვა და ჯამში რვა წლიანი პაუზა გამოუვიდა.

პერუსა და დანიის გარდა C ჯგუფში ავსტრალია და საფრანგეთი თამაშობენ. დიდიე დეშამის გუნდი გამოკვეთილი ფავორიტია და მაღალი ალბათობით გათამაშების ამ ეტაპზე არავის არაფერს დაუთმობს, მეორე საგზურის ბედი სწორედ დარჩენილი სამეულის უთიერთშეხვედრებში გაირკვევა, შესაბამისად სარანსკში ჩასატარებელი მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება.

პერუმ საკვალიფიკაციო ეტაპი 6 მატჩიანი წაუგებელი სერიით დაასრულა, ჯამში ზედიზედ წაუგებელი თამაშების რიცხვი კი არის 15 (10 მოგება, 5 ფრე). ინკების შეტევის ხაზის შეჩერება იოლი არავისთვის იქნება, ჯეფერსონ ფარფანი და პაულო გერერო გამოცდილი ფორვარდები არიან და განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ. მესამე ფორვარდი, რომელსაც მწვრთნელი გარეკა ენდობა და რომელმაც შესარჩევის 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა ედისონ ფლორესია დანიური ოლბორგიდან.

პერუ სარანსკშია და თამაშისთვის ემზადება

პერუ სარანსკშია და თამაშისთვის ემზადება

პერუ სარანსკშია და თამაშისთვის ემზადება

პერუ სარანსკშია და თამაშისთვის ემზადება

პერუ სარანსკშია და თამაშისთვის ემზადება

პერუ სარანსკშია და თამაშისთვის ემზადება

პერუ სარანსკშია და თამაშისთვის ემზადება

პერუ სარანსკშია და თამაშისთვის ემზადება

ძალიან დიდია დანიის ნაკრების შემტევი პოტენციალი. სკანდინავიელებმა შესარჩევი ეტაპის 10 თამაშში 22 ბურთი გაიტანეს და 9 გაუშვეს. ერიქსენის ანგარიშზე გოლების ნახევარია, ტოტენჰემის ნახევარმცველმა მეტოქეთა კარი 11 ჯერზე აიღო, იგი გუნდის უპირობო ლიდერია და სამხრეთ ამერიკელებიც საფრთხეს ძირითადად მისგან უნდა ელოდონ. კიდევ ერთი მოთამაშე, რომლიზეც ასევე დიდი ყურადღება გამახვილდება კასპერ შმეიხელია. ლესტერ სიტის მეკარის კარგ თამაშზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გზა, რომელსაც დანია რუსულ მუნდიალზე გაივლის.

ვინ რა თქვა

ალბერტო როდრიგესი (პერუს ნაკრების მცველი): "აქ მოხვედრა ძალიან რთული იყო, ახლა მომენტით უნდა ვისიამოვნოთ. საუკეთესო თამაშის ჩვენებას და მაქსიმალურად გრძელი სატურნირო გზის გავლას შევეცდებით!"

ედისონ ფლორესი (პერუს ნაკრების ფორვარდი): "მე ძლიერი ხასიათის მქონე მოთამაშე ვარ. მსოფლიო თასზე მოხვედრა ფეხბურთელის კარიერაში საუკეთესო მოვლენაა. მწვრთნელს სწამს ჩვენი, ჩვენ კი მისი."

იონ დალ ტომასონი (დანიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი): "მენტალური ბალანსი გადამწყვეტი იქნება!ისტორიამ ბევრჯერ გვაჩვენა, რომ პირველ თამაშზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია არაფერი შევცვალოთ, საკუთარი თამაში ვითამაშოთ. თუ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ და გავაკეთებთ იმას, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ მაშინ კარგ თამაშს ჩავატარებთ და სამ ქულასაც ავიღებთ."

ოგე ჰარეიდე (დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გერერო თავდასხმის წინა ხაზზე და მის უკან მოთამაშე ჯეფერსონ ფარფანი განსხვავებულ სურათს იძლევა. გერერო ვარსკვლავური მოთამაშეა, კარგად ასრულებს შეტევას - ძალიან ძლიერია საჯარიმო მოედანში. პერუელების ყველა მატჩი ვნახეთ, ვნახეთ ისიც თუ რა სირთულეებს წააწყდნენ სამხრეთ ამერიკელები შვედებთან დაპირისპირებისას - ვფიქრობთ თამაშის სტილს არ შეცვლიან. ჩვენს მსგავსად ძალიან კარგი უკანა ხაზი ჰყავთ, კონტრიერიშებზე სახიფათოები არიან."

საინტერესო ფაქტები

► მსოფლიო თასზე ორივე გუნდი პლეიოფის შედეგად მოხვდა. პერუს მუნდიალის მეოთხედფინალი ერთხელ ორჯერ უთამაშია, დანიას ერთხელ.

► პერუ და დანია ერთმანეთში პირველად ითამაშებენ. ევროპული გუნდების წინააღმდეგ პერუმ წელს 4 თამაში ჩაატარა, 3 მოიგო და 1 ფრედ დააასრულა, სამხრეთ ამერიკელებთან მიმდინარე კალენდარულ წელს მხოლოდ ერთხელ ითამაშა დანიამ. ოგე ჰარეიდეს გუნდმა მექსიკას 2:0 მოუგო.

► პერუელთა დაცვის ხაზი გაუვალია. ბოლო შვიდ თამაშში მათ კარში მხოლოდ 1 გოლი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

პერუ: პედრო გალესე, ლუის ადვინკულა, ალბერტო როდრიგესი, კრისტიან რამოსი, მიგელ ტრაუკო, რენატო ტაპია, იოშიმარ იოტონი, ედისონ ფლორესი, კრისტიან კუევა, ჯეფერსონ ფარფანი, პაულო გერერო

დანია: კასპერ შმეიხელი, იენს სტრიგერ ლარსენი, ანდრეას კრისტენსენი, სიმონ კიაერი, ჰენრიკ დალსგაარდი, უილიამ კვისტი, ტომას დილეინი, კრისტიან ერიქსენი, პიონე სისტო, ნიკოლაი იორგენსენი, იურარი პოულსენი

მსაჯი: ბაკარი გასამა (გამბია)

კომენტარები

ბოლო ამბები