Thumbnail
  • 16 ივნისი / 14:00 / კაზან არენა / საფრანგეთი V ავსტრალია
  • ტიმ კეჰილი პელესთან და კლოზესთან ელიტაში?

16 ივნისს მუნდიალის დღის პირველი მატჩი "კაზან არენაზე" გაიმართება - C ჯგუფის მატჩში მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება. 

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა, პერუსა და დანიას შორის შაბათს მოგვიანებით (20:00) გაიმართება.
რუსეთში საფრანგეთის ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონის რანგში ჩავიდა, რომელსაც ისტორიაში საუკეთესო საკვალიფიკაციო ტურნირი ჰქონდა მუნდიალზე. 

ოთხი წლის წინათ, საფრანგეთის ნაკრებმა ბრაზილიაში მუნდიალი ჰონდურასზე დამაჯერებელი (3:0) მოგებით დაიწყო. დიდიე დეშამის გუნდს ახლაც ასეთი დამაჯერებელი სტარტის იმედი აქვს.

საინტერესოა, ვინ დაემატება შეტევაში ატლეტიკოს ლიდერ ანტუან გრიზმანსა და ახალგაზრდა სენსაცია კილიან მბაპეს, დიდი ალბათობით, ეს ოლივიე ჟირუ იქნება.  

"ლე ბლოსგან" განსხვავებით, ასეთი ამაღლებული განწყობა ნამდვილად არ არის "სეკორუსის" ბანაკში. ვეტერანმა ფორვარდმა ტიმ კეჰილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა საკვალიფიკაციო ეტაპზე.

38 წლის ტიმ კეჰილს შეუძლია, ამ მუნდიალზე ფეხბურთელთა ისეთ ელიტაში გაერიოს, სადაც მხოლოდ პელე, უვე ზეელერი და მიროსლავ კლოზე ირიცხებიან. მხოლოდ ამ სამ ფეხბურთელს აქვს გატანილი 4-4 სხვადასხვა მუნდიალზე. კეჰილს წინა სამ მუნდიალზე ჯამში 5 გოლი აქვს გატანილი. 

მიუხედავად იმისა, რომ დიდიე დეშამს 23-კაციანი სიის შერჩევისას მტკივნეული არჩევანის გაკეთება მოუწია, რუსეთში შეკრებაზე მყოფმა ნაკრებმა აჩვენა, რომ გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. 

ავსტრალიის ნაკრებს ჰოლანდიელი ბერტ ვან მარვეიკი წვრთნის, მაგრამ "სოკერუსი" მუნდიალზე მას არ გაუყვანია, ამ პოსტზე ანგე პოსტეკოღლუ მუშაობდა, თავად ვან მარვეიკი საუდის არაბეთს წვრთნიდა, მაგრამ "მწვანე შევარდნებთან" კონტრაქტის გახანგძლივებაზე ვერ შეუთანხმდა. 

დიდიე დეშამი

ბერტ ვან მარვეიკი (ავსტრალიის მწვრთნელი): "როცა კარგად ორგანიზებული ხარ, შენი შესაძლებლობების გჯერა, გუნდში ყველამ იცის, რა ფუნქცია ავალია, მაშინ შანსი ყოველთვის არის". 

დიდიე დეშამი (საფრანგეთის მწვრთნელი): "როცა ჩვენს ფავორიტობაზე ლაპარაკობენ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო წლებში სულ ორჯერ გავაღწიეთ პლეი ოფში. ჩვენი მიზანი ჯერ მხოლოდ პირველი მატჩის მოგებაა". 

საინტერესო ფაქტები

► საფრანგეთის ნაკრები ბოლო 4 მატჩია დაუმარცხებელია.

► ავსტრალიის ნაკრებს 5 მატჩია, რაც არ წაუგია.

► ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. 2 მატჩი საფრანგეთმა მოიგო, 1 ფრედ დასრულდა, 1 კი ავსტრალიამ მოიგო.

► ანტუან გრიზმანმა საკვალიფიკაციო ტურნირში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

► ტიმ კეჰილი 50 სანაკრებო გოლით, გუნდის ყველა დროის ბომბარდირია.

► საფრანგეთმა ბოლო 12 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი დათმო (8 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება). 

► ავსტრალიის ბოლო 5 მატჩიდან 4-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

► მსოფლიოს ჩემპიონატებზე სულ ორი თამაში აქვს მოგებული. 

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი: ლორისი - სიდიბე, უმტიტი, ვარანი, მენდი - პოგბა, კანტე, მატუიდი - მბაპე, ჟირუ, გრიზმანი

ავსტრალია: რაიანი - რიდსონი, სენსბერი, მილიგენი, ბეჰიჩი - მუი, ჯედინაკი, ლუონგო, კრუსი, ნაბუ - ლეკი

მსაჯი: ა. კუნია (ურუგვაი)

კომენტარები

ბოლო ამბები