Thumbnail
  • წინა მუნდიალის ფინალისტი ტურნირს დებიუტანტ ისლანდიასთან მატჩით იწყებს
  • მეტოქეებს ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ
  • ლიონელ მესი მთავარი მიზნის მიღწევას თავის მეოთხე მუნდიალზე შეეცდება

მსოფლიოს ჩემპიონატების მუდმივი ფავორიტი დებიუტანტის წინააღმდეგ. D ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს, ერთმანეთისგან ძალიან განხვავებული გუნდები დაუპირისპირდებიან. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და 2014 წლის მუნდიალის ფინალისტი არგენტინის ნაკრები ისტორიაში თავის მე-17 მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას დაიწყებს, ისლანდიის ნაკრები კი, რომელიც რუსეთის მუნდიალზე ყველაზე მცირერიცხოვანი მოსახლეობის მქონე (დაახლოებით 335 ათასი ადამიანი) ქვეყანას წარმოადგენს, თავის ისტორიაში პირველად წარსდგება მსოფლიო ფორუმზე.
 
მიუხედავად უდიდესი გამოცდილებისა და მრისხანე თავდასხმისა, რომელშიც ლიონელ მესი, ანხელ დი მარიასა და სერხიო აგუეროს ვხედავთ, "ალბისელესტემ" რთულად დაძლია შესარჩევი ტურნირის ბარიერი. ხორხე სამპაოლის გუნდმა რუსეთის საგზური საკვალიფიკაციოს ბოლო მატჩში ეკვადორთან, მესის ჰეთ თრიქის წყალობით მოიპოვა.
 
მუნდიალის დაწყებამდე არგენტინის ნაკრებმა სულ ერთი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. გუნდს თითოეულ პოზიციაზე პრაქტიკულად სრულფასოვანი ალტერნატივა აქვს, რაც "ალბისელესტეს" უდიდეს უპირატესობას არამხოლოდ ციცქნა ისლანდიასთან აძლევს.

► ზუსტად 12 წლის წინ, 2006 წლის 16 ივნისს, ლიონელ მესიმ მსოფლიოს პირველობაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარა სერბეთისა და ჩერნოგორიის ნაკრებთან. ლეო თამაშში 75- წუთზე ჩაერთო, 13 წუთში კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:0

► ლიონელ მესის მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე სულ ხუთი გოლი აქვს გატანილი.

ისლანდიის ნაკრებისთვის კი სადებიუტო მუნდიალის საგზურის მოპოვება კიდევ ერთი გრანდიოზული მიღწევაა ევრო 2016-ის ¼-ფინალში გასვლის შემდეგ. ჰეიმირ ჰალგრიმსონის შეგირდებმა შესარჩევ ჯგუფში ისეთ რთულ მეტოქეებს აჯობეს, როგორიც ხორვატია, უკრაინია და თურქეთია. თანაც, შესარჩევი ციკლის 10 მატჩში ისლანდიელებმა სულ 16 გოლი გაიტანეს - გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ჯგუფების გამარჯვებულებმა. 

მატჩის წინ

ხორხე სამპაოლი (არგენტინის ნაკრების მწვრთნელი): ძალიან ძნელი გადასაწყვეტია, ვინ უნდა გამოვიყვანო მოედანზე. ძალიან ბევრი მოთამაშე გვყავს, ვისაც შეუძლია ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა, მაგრამ ყველა ვერ მოხვდა ნაკრებში. ახლა მთავარია, მივცეთ ფეხბურთელების თავის გამოჩენის შესაძლებლობა. 

დარწმუნებული ვარ, მესი ამ მუნდიალზე გაიბრწყინებს. ყველა ვხედავდით, რას უჩვენებს პაულო დიბალა ვარჯიშებზე და ახლა უნდა გადავწყვიტოთ, როდის შევუშვათ მოედანზე ის მესისთან ერთად. იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე მოხდება.

Rusia 2018: entrenamiento de la Selección Argentina de cara al primer partido del mundial

Último entrenamiento de la Selección Argentina de cara al debut ante Islandia.

Posted by AFA - Selección Argentina on პარასკევი, 15 ივნისი, 2018

ჰეიმირ ჰალგრიმსონი (ისლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): არ ვფიქრობთ, რომ მუნდიალზე ჩვენი მოხვედრა სასწაულია. ეს ყველაფერი ფეხბურთელების დიდი ძალისხმევისა და ასოციაციის მუშაობის შედეგია. თუ აქამდე ვინმეს კიდევ ვაკვირვებთ, ესე იგი, ამ ადამიანზე ჩვენზე არაფერი იცის. ჩვენი ნაკრები ბოლო ოთხი წელია სტაბილურად თამაშობს.

სავარაუდო შემადგენლობები

არგენტინა (4-2-3-1): კაბალიერო - სალვიო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო - მასკერანო, ბილია - მესა, მესი, დი მარია - აგუერო

ისლანდია (4-4-1-1): ჰალდორსონი - საევარსონი, ინგასონი, რ. სიგურდსონი, მაგნუსონი - გუდმუნდსონი, გუნარსონი, ჰალფრედსონი, ბიარნასონი - სიგურდსონი - ფინბოგასონი 

მსაჯი: ა. მარცინიაკი (პოლონეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები