Thumbnail
  • U18 | შვეიცარია 1:2 საქართველო
  • საქართველომ ლუკა პარკაძისა და ლუკა ლაცაბიძის გოლებით მოიგო

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები შვეიცარიის ქალაქ ცუგში ადგილობრივ ასაკობრივ ნაკრებს გაეჯიბრა და 2:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები 41-ე წუთზე დაწინაურდა. ლუკა წულუკიძემ ჯარიმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც თავით ყველას ლუკა პარკაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა. ქართველმა ფეხბურთელებმა უპირატესობა 55-ე წუთზე გაზარდეს. საგოლე პასი ამჯერადაც წულუკიძემ გააკეთა, გოლი კი ლუკა ლაცაბიძის ანგარიშზეა. შვეიცარიელებმა ერთი ბურთი 70-ე წუთზე ნანდო ტოგენბურგერის წყალობით გაქვითეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს და ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა მოიგო.

შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებები 28 აპრილს, კიდევ ერთხელ გაეჯიბრებიან ამხანაგურ შეხვედრაში. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შვეიცარია 1:2 საქართველო

გოლები: 0:1 პარკაძე (41), 0:2 ლაცაბიძე (55), 1:2 ტოგენბურგერი (70)

საქართველო: მაქაცარია, გოგნაძე (73. დათუაშვილი), ლაცაბიძე, გოგლიჩიძე, პირტახია, ტაბატაძე (73. სიგუა), ცხოვრებაშვილი, ბაგრატიონი, პარკაძე (60. მორჩილაძე), წულუკიძე (90. გოცირიძე), ღურწკაია (60. იობაშვილი).

კომენტარები

ბოლო ამბები