Thumbnail
  • ეგვიპტე 0:1 ურუგვაი | 0:1 ხიმენესი (89)
  • დინამიური თამაში ეკატერინბურგში ურუგვაელთა გამარჯვებით დასრულდა

დღეს, ეკატერინბურგში მოჰამედ სალაჰის ეგვიპტე ურუგვაის დაუპირისპირდა. ურუგვაის ორივე ლიდერი - ლუის სუარესი და ედინსონ კავანი მწყობრში ჰყავდა და სამხრეთ ამერიკელებს არაერთი მომენტი ჰქონდათ...

ექტორ რაულ კუპერის გუნდმა მატჩი მაღალ ტემპში, დინამიურად ჩაატარა, თუმცა ურუგვაელებმა არაერთი მომენტი შექმნეს...

სალაჰი სკამზე

ურუგვაის სამი რეალური მომენტი ჰქონდა - 1. ლუის სუარესს მეორე ტაიმის დასაწყისში ჰქონდა, თუმცა ბარსელონას ფორვარდის დარტყმული მოჰამედ ელ-შენავიმ მოიგერია. 2. ედისონ კავანიმ შორიდან დაარტყა და აქაც მეკარემ იყოჩაღა. 3. ისევ კავანი, ამჯერად ჯარიმიდან...

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ლივერპულის ეგვიპტელ ფორვარდს - მოჰამედ სალაჰს, რომელმაც მხრის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სერხიო რამოსთან ორთაბრძოლისას მიიღო.

სუარესის მომენტი

ექტორ რაულ კუპერი მერსისაიდელ სუპერ-ვარსკვლავს საუდის არაბეთთან და რუსეთთან მატჩებში გამოიყენებს. ეგვიპტემ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი ბოლოს 10,221 დღის წინ ითამაშა, როდესაც 1990 წლის იტალიის მუნდიალზე ინგლისთან 0:1 წააგეს.

კავანის მოემენტი

შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ეგვიპტის ნაკრების 45 წლის მეკარეს - ესამ ელ-ჰადარის, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. თუ ელ-ჰადარი მოედანზე გამოჩნდა, ის ფარიდ მონდრაგონის რეკორდს მოხსნის - 43 წლის და 3 დღის...

89' - ხიმენესის გოლი

მატჩის მიწურულს, მადრიდის ატლეტიკოს მოთამაშემ, ხოსე ხიმენესმა ანგარიში გახსნა და ურუგვაის მოაგებინა.

ურუგვაელებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი მოიგეს და უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს. პირველი შეხვედრა სამხრეთამერიკელებს 1970 წლის მუნდიალზე ჰქონდათ მოგებული, როდესაც ისრაელი 2:0 დაამარცხეს.

ანალიზი და ფაქტები

ეგვიპტის ნაკრებმა უფრო დაცვითი ტაქტიკით ითამაშა, მაგრამ ეს არ იყო ყრუ დაცვა. კუპერის გუნდი ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობდა და, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, კონტრშეტევებზე “იკბინებოდა”. ეგვიპტელი უკანახაზელები სივრცეებს იმდენად კარგად კეტავდნენ, რომ ურუგვაელებს კავანი-სუარესის წყვილამდე ბურთის მიტანა უჭირდათ.

ურუგვაის ნაკრები ბურთის ფლობაზე იყო ორიენტირებული, თუმცა პირველი ტაიმის პირველ ნახევარში, ამ მხრივ ეგვიპტელებს, მცირე, მაგრამ უპირატესობაც კი ჰქონდათ. ოსკარ ტაბარესის გუნდის თამაშს უფრო სტატიკური ეთქმოდა. ურუგვაელები ფლანგებიდან ვერ აქტიურობდნენ, ცენტრში კი ეგვიპტელი ნახევარმცველები უდიდესი მონდომებით იბრძოდნენ. ეგვიპტის ნაკრები მიზნის მიღწევას კონტრშეტევებით ცდილობდა, თუმცა კუპერის შეგირდებს რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ.

► ეგვიპტის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 10 221-დღიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. ბოლო თამაში მათ 1990 წლის 21 ივნისს, ინგლისთან ასევე 0:1 ჰქონდათ წაგებული.

► პირველ ტაიმში ედინსონ კავანი ბურთს მხოლოდ 17-ჯერ შეეხო (არცერთხელ საჯარიმოში) - ურუგვაის ნაკრებიდან ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელი გახლდათ.

► ურუგვაის ნაკრებს ასეთი გვიანი გოლი მუნდიალზე ბოლოს 1990 წელს ჰქონდა გატანილი - სამხრეთ კორეასთან, 92-ე წუთზე და იმ გოლის ავტორი მაშინ დანიელ ფონსეკა გახლდათ.

მატჩის გმირი: ხოსე ხიმენესი (ურუგვაი)

ხიმენესი დაცვაშიც შესანიშნავი იყო (გოდინთან ერთად შესანიშნავი დუეტი შექმნა), ორთაბრძოლების აბსოლუტური უმრავლესობაც მოიგო, ბურთი არაერთხელ მოიპოვა და ბოლოს გაიტანა გოლი, რომლითაც თავის გუნდს უმნიშვნელოვანესო გამარჯვება მოუტანა. ტაბარესის გუნდმა ამ მოგებით მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

იმედგაცრუება: ლუის სუარესი (ურუგვაი)

ბარსელონას თავდამსხმელმა უჩვეულოდ ბევრი შეცდომა დაუშვა და სამი მომენტი ვერ გამოიყენა. ამ სამიდან, განსაკუთრებით რეალური შანსი მეორე ტაიმის დასაწყისში ჰქონდა. თანაგუნდელები ყველაზე ხშირად სწორედ სუარესს ეძებდნენ, მაგრამ ბარსას ფორვარდი არაეფექტიანი იყო და ბურთიც რამდენჯერმე დაკარგა. ერთი სიტყვით, ლუისს მეტი შეუძლია და მისგან მთელი ურუგვაი მეტს ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები