Thumbnail

მადრიდის რეალმა ბრაზილიელი ვუნდერკინდი დაიმატა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მადრიდის რეალმა 17 წლის როდრიგო დაიმატა
  • ფეხბურთელი კიდევ ერთ სეზონს სანტოსში გაატარებს
  • 2019 წლიდან როდრიგო ვინისიუს ჟუნიორთან ერთად რეალში ბრაზილიურ ტანდემს შექმნის

მადრიდის რეალის ოფიციალურ ვებგვერდზე დადასტურდა 17 წლის ბრაზილიელი როდრიგოს ტრანსფერი.

"რეალი საფეხბურთო კლუბ სანტოსს შეუთანხმდა, რომ როდრიგო მადრიდში გადმოვა, როცა სრულწლოვანი გახდება. 

როდრიგოს სატრანსფერო თანხა რეკორდულია ლათინური ამერიკის კლუბებისთვის.
ასე რომ, ფეხბურთელს 2019 წლის იანვარში შეუძლია, შეუერთდეს რეალს, თუმცა კლუბებს შორის შეთანხმება როდრიგოს რეალში თამაშს 2019 წლის ივლისიდან ითვალისწინებს", - ვკითხულობთ ოფიციალურ წერილში.

სატრანსფერო თანხაზე ოფიციალურად არაფერი თქმულა, მაგრამ მედია ვარაუდობს, რომ როდრიგოს სანაცვლოდ რეალი სანტოსს 45 მილიონი ევროს გადახდაზე შეუთანხმდა (აქედან 5 მილიონი ბონუსია).

ვინ არის როდრიგო

ბრაზილიური სერია A-ს ბოლო სეზონში როდრიგოს ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე პასია (15 მატჩში). 

როდრიგო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ლიბერტადორესის თასზე გოლი გაიტანა.
როდრიგომ ბრაზილიის 17-წლამდელთა ნაკრებში 12 გოლი გაიტანა (15 თამაშში), ის 20-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს.

როდრიგოსთან ერთად რეალში ითამაშებს ვინისიუს ჟუნიორი, რომელთანაც კონტრაქტი გასულ წელს გაფორმდა.

როდრიგო გოისს ახალ ნეიმარს ეძახიან.

კომენტარები

ბოლო ამბები