Thumbnail

ფიურიმ უაიტი დაამარცხა და კრივიდან წასვლის შესახებ ისაუბრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფიურიმ უემბლიზე WBC-ის ქამარი დაიცვა
  • ბრძოლის შემდეგ რინგზე ფრანსის ნგანუ გამოჩნდა

კრივის ბრიტანელმა ჩემპიონმა და ამ სპორტის ცოცხალმა ლეგენდამ - ტაისონ ფიურიმ, ასევე ბრიტანელი მებრძოლი - დილიან უაიტი დაამარცხა და კარიერაში 32-ე გამარჯვება მოიპოვა.

"ჩემ ცოლს შევპირდი, რომ უაილდერთან ტრილოგიის შემდეგ კრივიდან წავიდოდი და ამას მართლა ვამბობდი, ახლა ვფიქრობ, რომ უკვე დროა." - ამბობდა ფიური ბრძოლის შემდეგ.

"დღეს უემბლიზე პირველად ვიჩხუბე, ვფიქრობ ყველა ბრიტანელმა მოკრივემ უნდა გამოცადოს ეს ატმოსფერო. მგონი ეს ჩემი გზის დასასრულია, მიხარია, რომ რინგიდან ასე მივდივარ."

ბრძოლის შემდეგ რინგზე UFC-ის მძიმეწონის ჩემპიონი - ფრანსის ნგანუ გამოჩნდა და ფიურისთან ერთად ახალი ბრძოლა დაანონსა. "ეს იქნება შერეული ბრძოლა - რინგზე, თუმცა MMA-ის ხელთათმანებით" - ამბობდა კამერუნელი.

კომენტარები

ბოლო ამბები