Thumbnail
  • საქართველო 5:0 მექსიკა
  • A ჯგუფში მხოლოდ გამარჯვებული ნაკრები გადადის

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის II დივზიონის B ჯგუფში ოთხი მატჩიდან სამი მოიგო, ბოლო, მე-4 ტურში როლანდ სვანიძის გუნდი მექსიკას დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით აჯობა - 5:0. 

მატჩის დასაწყისშივე ნიკიტა ბუკიამ გამოიჩინა თავი, რომელმაც ივან კარელინის შესანიშნავი პასის შემდეგ ანგარიში გახსნა. პირველი პერიოდის ბოლომდე  ბელომოინმა და ბუკიამ კიდევ თითოჯერ აიღეს მექსიკელთა კარი. მეორე ოცწუთიან მონაკვეთში კურბატოვმა და პოტაჟევიჩმა ანგარიშში სხვაობა ხუთამდე გაზარდეს. საბოლოოდ  საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მშრალი ანგარიშით - 5:0 მოუგო.

პირველადგილოსნის ბედი ისლანდიისა და ბელგიის დაპირისპირებაში გადაწყდა, რომელიც მასპინძელმა ისლანდიამ 3:2 მოიგო და ოთხიდან ოთხი მოგებით A ჯგუფის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრები მე-2 ადგილზე გავიდა და გაისად ამავე დივიზიონში ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები