Thumbnail
  • ანტუან გრიზმანმა გუშინ ვიდეორგოლი გაავრცელა
  • ფრანგი შემტევი კარიერას კვლავ ატლეტიკოში გააგრძელებს
  • ბარსას ბოსები ბრაზობენ - გრიზმანის ვიდეო პიკეს კომპანიამ გადაიღო

გუშინ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გახსნის დღეს, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა - ანტუან გრიზმანმა ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ის თავის გადაწყვეტილებაზე საუბრობს და კარიერის გაგრძელებას კვლავ მადრიდის ატლეტიკოში გეგმავს.

ამასობაში, კატალონიური ბარსელონას ხელმძღვანელები ჟერარ პიკეზე გაბრაზდნენ. ამ ორ ამბავს შორის საერთო ისაა, რომ გრიზმანის ვიდეორგოლი პიკეს კომპანიამ - “კოსმოს სტუდიომ” გადაიღო.

ვიდეორგოლის გამოსვლის შემდეგ, ბარსელონას მცველმა ის ტვიტერის საკუთარ გვერდზე პოპკორნის ემოჯითა და ასეთი ტექსტით გამოაქვეყნა: “კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორია ფეხბურთელის ცხოვრება და როგორ ნერვიულობს ის კარიერაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების წინ. მადლობა “კოსმოს სტუდიოსა” და ანტუან გრიზმანს ბოლო რამდენიმე კვირისთვის.

შენ ატლეტიკოში დარჩენა გადაწყვიტე და ვიმედოვნებ, ფანტასტიური სეზონი გექნება.”

ბარსელონას დირექტორთა საბჭო და პრეზიდენტი - ხოსეპ ბარტომეუ თვლიან, რომ ამ საქციელით პიკემ წითელი ხაზი გადაკვეთა. გრიზმანმა ხომ საქვეყნოდ უარყო კატალონიური გრანდი და ეს მაშინ, როცა ბარსა ყველაფერს აკეთებდა ფრანგის გადასაბირებლად და მზად იყო, 100 მილიონი ევროც გადაეხადა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები