Thumbnail

'ქართველებს იმედს არ გავუცრუებ' - ჩოხელი ბელატორში ბრძოლამდე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან ჩოხელი ბელატორში მესამე ბრძოლას გამართავს
  • ქართველმა სპორტსმენმა წონა ჩააბარა და ბრძოლამდე კომენტარი გააკეთა

ქართველმა მებრძოლმა, ლევან ჩოხელმა ბელატორში მესამე ბრძოლა უნდა ჩაატაროს. მისი მომდევნო მოწინააღმდეგის ვინაობა ცნობილია. ლევანი ბრაზილიელ გოიტი იამაუჩისთან იჩხუბებს.

ბრძოლა 23 აპრილს ჰავაის ოქტაგონზე შედგება, სადაც ჩოხელი კარიერაში მე-12 გამარჯვების მოპოვებას ეცდება. მან ბელატორში სადებიუტო ჩხუბი კაილ ქრაჩმერთან დათმო, რის შემდეგაც ბრაზილიელი ვინისიუს დე ჟესუსი დაამარცხა. პოპსპორტი ჩოხელს ჰავაიზე დავუკავშირდით და ბრძოლაზე ვესაუბრეთ.

'მზადების პროცესისას ჩავარდნა არ მქონდა. თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ყველა ის უნარი რაც MMA-შია, რამდენჯერმე გავიუმჯობესე. სულ მაინტერესებდა, სამი რაუნდის განმავლობაში როგორ ვიჩხუბებდი და როგორ გავძლებდი. ვინისიუს დე ჟესუსთან სრული ბრძოლა ჩავატარე,  ამ შეხვედრისთვის კი 100%-ით მზად ვარ.

სავარაუდოდ, ჩემი მოწინააღმდეგე ბრძოლის პარტერში გადაყვანას ეცდება, ამისი არ მეშინია. მზად ვარ ყველა სცენარისთვის, უბრალოდ ვეცდები ნაკლებად მივცე შანსი და ბრძოლა დგომში წარიმართოს.

ქართველ ქომაგს იმედს არ გავუცრუებ და მოგებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები', - განაცხადა ჩოხელმა ჩვეთან კომენტარში.

ჩოხელისა და იამაუჩის ბრძოლა ანდერ ქარდზე შედგება. ამ დაპირისპირების ხილვას სოციალურ ქსელ იუთუბიში შეძლებთ, PLUTO TV-ზე.

კომენტარები

ბოლო ამბები