Thumbnail
  • მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპეს გუნდში დარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა
  • ფრანგმა ფორვარდმა რეალს 100 მილიონით მეტი მოსთხოვა და უარი მიიღო

2 წელია, აქტიურად მიდის საუბრები კილიან მბაპეს მადრიდის რეალში გადასვლაზე. დღეს მხარეთა მოლაპარაკების გართულებულ საკითხზე დაიწერა, მანამდე კი კომენტარი პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ გააკეთა. 

"კილიანის ტრანსფერის თემა არ მანერვიულებს. ასეთი სიტუაცია ყველა კლუბშია, მწვრთნელს მსგავს მოცემულობასთან ადაპტირება უნდა შეეძლოს. პირადად მე ვისურვებდი, რომ მბაპე სულ ჩემთან ერთად იყოს, შვებულების დროსაც კი წავიყვანდი სახლში. ბუნებრივია, მინდა, რომ პსჟ-ში დარჩეს, ეს ყველას გვსურს. თუმცა ასეთ გადაწყვეტილებას კლუბი, ფეხბურთელი და სხვა მხარეები ერთად იღებენ," - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს RMC Sport.

აღნიშნული კომენტარის გაკეთების შემდეგ ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ მბაპესა და რეალს შორის სიტუაცია დაიძაბა - ფრანგმა ფორვარდმა მადრიდულ გრანდს წინასწარ შეთანხმებული კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხაზე 100 მილიონი ევროთი მეტი მოსთხოვა. როგორც COPE წერს, ესპანურმა კლუბმა კილიანს ამ სურვილზე უარი უთხრა, რაც მბაპეს პსჟ-ში დარჩენის შანსებს ზრდის. 

კომენტარები

ბოლო ამბები