Thumbnail

ვინ შეუკვეთეს და ვინ ჩავიდა - ხაჯიმბა და ბიბილოვი მუნდიალის გახსნაზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 2018 წლის მუნდიალი მოსკოვში, ლუჟნიკებზე გაიხსნა
  • მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალი მოსკოვში, ლუჟნიკებზე გაიმართა.

მუნდიალის გახსნას ყოველთვის ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები, თუმცა როგორც გამოჩნდა, არა რუსეთის ფედერაციაში.  

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალს 17 ქვეყნის მეთაური დაესწრო და მათ შორის არიან, ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები: რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი.

აქვე გაგაცნობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მეთაურებიც გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ:

აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ბოლივია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩრდ. კორეა, ლიბანი, მოლდოვა, პანამა, პარაგვაი, რუანდა, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტებმა, პრემიერმინისტრებმა და სამთავრობო დელეგაციებმა მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადეს და რუსეთში ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

კომენტარები

ბოლო ამბები