Thumbnail

ისტორიული შედეგი - კრივში ევროპის ჩემპიონი ორი ქართველი გახდა!

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • გორ აივაზიანმა ოქროს მედალი 51 კგ წონით კატეგორიაში მოიგო
  • დემურ ქაჯაია 63,5 კგ წონით კატეგორიაში გაჩემპიონდა

სოფიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კრივში ორმა ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა - 51 კგ წონით კატეგორიაში გორ აივაზიანი და 63,5 კგ წონით კატეგორიაში დემურ ქაჯაია ევროპის ჩემპიონები გახდნენ. 

გორ აივაზიანმა ფინალში ალბანელ არიოლ ზენელის მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია, ხოლო დემურ ქაჯაიამ ფინალში მოლდოველ იანუს კარავანს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. 

აღსანიშნავია, რომ ქართული კრივის ისტორია პირველად მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტული ორმა ქართველმა მოიპოვა. სოფიაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები