Thumbnail

1★ - დაბალი შეფასება და საპროტესტო რევიუ | ქართულ-უკრაინული პროტესტი მუნდიალს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმართ პროტესტი არ წყდება, ტურნირს რუსეთში თავიდანვე ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ახალი ტალღა ქართველ და უკრაინელ ინტერნეტმომხმარებლებს შორის აგორდა. პროტესტის ჰეშთეგია #Bloodycup - სისხლიანი თასი, ინტერნეტმომხმარებლები ტურნირის FB გვერდს მინიმალურ შეფასებასთან ერთად საპროტესტო რევიუს უწერენ.

უკრაინელების პროტრესტიც ანალოგიური შინაარსის მატარებელია. რუსებს ისინი ოკუპანტებად მოიხსენიებენ, მკვლელებს უწოდებენ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით საომარი მოქმედებების წარმოებაში ადანაშაულებენ. 

ბოლო 2 დღის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობით ანა ბოჭოიძის მიერ შექმნილი პოსტერი სარგებლობდა, რევიუების დიდ ნაწილს სწორედ ქართველი დიზაინერის პრინტი ჰქონდა მიბმული.

მსოფლიო ჩემპიონატის წინ ალტერნატიული პოსტერები უკრაინელმა დიზაინერმა შექმნა. ანდრეი იარმოლენკოს სერიამ ბევრი დიდი გამოცემის ინტერესი გამოიწვია, ნამუშევრებზე რუსეთის მიერ მსოფლიოს წინაშე ჩადენილი ცოდვებია გადმოცემული.

ასევე წაიკითხე:

კომენტარები

ბოლო ამბები