Thumbnail
  • მუნდიალამდე ერთი დღით ადრე, ესპანეთი უმწვრთნელოდ დარჩა
  • კრიშტიანო რონალდო დღეს თავის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს
  • მძიმეწონოსანი ევროპელების მატჩს, იტალიელი ჯანლუკა როკი იმსაჯებს...

დღეს, B ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს ესპანეთი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი - პორტუგალია დაუპირისპირდებიან. სოჭში გასამართი შეხვედრა, ამ გუნდებს შორის 36-ე იქნება.

მეზობელი ქვეყნები, მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთმანეთს მეორედ ეთამაშებიან - პირველად, პირენეის ნახევარკუნძულის წარმომადგენლებმა 2010 წლის სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ითამაშეს, სადაც ტურინირს გამარჯვებულმა ესპანეთმა, მეტოქე მერვედფინალში - 1:0 დაამარცხა.

განვლილი 36 მატჩიდან, 16 თამაში ესპანეთმა მოიგო, ხოლო პორტუგალიამ ექვსჯერ გაიმარჯვა. ესპანეთი ტურნირს ახალი, გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა, სადაც ახალგაზრდების და გამოცდილი ფეხბურთელების ბალანსი კარგად იყო დაცული, თუმცა მთავარი დარტყმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებმა, მუნდიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მიიღეს, როდესაც მთავარი მწვრთნელი დაკარგეს.

► შოკი მუნდიალის წინ: ესპანეთის ნაკრები მწვრთნელის გარეშე - ლოპეტეგი გაუშვეს

მსოფლიომდე მადრიდის რეალმა ხულიენ ლოპეტეგი წარადგინა. ლოპეტეგის და რეალის ზურგსუკან მოლაპარაკებებმა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგნელები განარისხა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ტურნირის წინ მთავარი მწვრთნელი სახლში გაუშვეს.

ნაკრები, ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა - ფერნანდო იერომ ჩაიბარა და მუნდიალზე ეროვნულ გუნდს, სწორედ ყოფილი კაპიტანი უხელმძღვანელებს.

იცოდით?

ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, ათი კაცით მატჩი მხოლოდ ერთხელ დაამთავრა, როდესაც რაფაელ ნადალის ბიძა - მიგელ ანხელ ნადალი 1994 წლის მუნდიალზე, სამხრეთ კორეასთან 25' წუთზე გააძევეს...

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუგალია: პატრისიო, სედრიკი, ჟოზე ფონტე, პეპე, გერეირო, მარიო, მუტინიო, ვილი კარვალიო, ბერნარდო სილვა, რონალდო, გედეში

ესპანეთი: დე ხეა, ნაჩო, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ალკანტარა, ინიესტა, ისკო, დავიდ სილვა, დიეგო კოშტა

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

კრიშტიანო რონალდო დღეს კარიერაში მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატს დაიწყებს (2006, 2010, 2014, 2018...), გუნდის კაპიტანი, ნაკრებში ასევე ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა - 150 მატჩით.

► 3 ევროპა, 0 მსოფლიო - რიკარდო კვარეშმა მუნდიალზე პირველად მიდის!

"მოედანზე, ძნელია არ შეამჩნიო რონალდოს მნიშნველობა..." - ბერნარდო სილვა, რომელიც პირველ მუნდიალს ითამაშებს კაპიტანზე საუბრობს. "მოედანს გარეთ სანიმუშო პერსონაა და ყველას კარგ მაგალითს აძლევს."

კომენტარები

ბოლო ამბები