Thumbnail

29 ქართველი ძიუდოისტი ევროპის თასზე - ცირეკიძემ შემადგენლობა დაასახელა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ახალგაზრდულ ტურნირს 23-24 აპრილს პოლონეთის ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს
  • გოგონათა შორის წარმომადგენელი არ გვეყოლება 
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრები სოლიდური შემადგენლობით იქნება წარდგენილი ევროპის ახალგაზრდულ თასზე, რომელსაც 23-24 აპრილს პოლონეთის ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ ტურნირისთვის 29 ძიუდოისტი შეარჩია, ამგვარად თითოეულ წონით კატეგორიაში მინიმუმ სამი მონაწილე გვეყოლება. სათქმელია ისიც, რომ გოგონების შეჯიბრი ქართველების გარეშე ჩაივლის.

პოზნანის ევროპის თასზე უკვე 17 ქვეყნის წარმომადგენლები არიან დარეგისტრირებულნი, მონაწილეთა რიცხვი კი 300-ს აღწევს.

საქართველო ევროპის თასზე

60 კგ: გუგა ამირხანაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი.
66 კგ: გიგა მრელაშვილი, ალექსანდრე რაფავა, ლუკა კვარაცხელია, ალეკო კასრაძე, ნოდარ ძამაშვილი.
73 კგ: ვახტანგ პავლიაშვილი, კოტე კაპანაძე, მათე ბერუაშვილი, დავით ბახბახაშვილი.
81 კგ: ალექსანდრე ლოლაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ლუკა ბაბუციძე, გიორგი არღვლიანი, ალექსანდრე გულბიანი.
90 კგ: არჩილ მამულაშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი, აკაკი ჯაფარიძე, გიზო გუგუნაშვილი.
100 კგ: ზურაბ ჩაგელიშვილი, ერეკლე ბაზიერიშვილი, დავით არუთინიანი, მიხეილ ჯაფარიძე.
+100 კგ: ირაკლი დემეტრაშვილი, შალვა გურეშიძე, გიორგი ტაბატაძე, უჩა ტაბატაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები