Thumbnail
  • ესპანელთა კაპიტანმა მატჩის წინ ყოფილ მწვრთნელზე ისაუბრა
  • ესპანეთის ნაკრები რუბიალესის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

დღეს, ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს ჩაატარებს. “ფურია როხას” კაპიტანმა - სერხიო რამოსმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიასთან ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელსა და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

“ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დაკრძალვაზე ვართ, არადა მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებით და ეს არაჩვეულებრივი ამბავია. ხულენ ლოპეტეგი ჩვენი გუნდის ნაწილი იყო და საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაში ძალიან დაგვეხმარა. მოცემულ მომენტში ის ყველაზე უკეთ შეგვეფერებოდა და რაც ამ ჩემპიონატზე მოხდება, ხულენი ყველაფრის ნაწილი იქნება. მე ჩემს გუნდს გამარჯვებულად მივიჩნევ. ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონატის მოგება.

როცა საქმეში ხელმძღვანელობა ერევა, ჩვენ ამაზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრები ნებისმიერ პირად ინტერესზე მაღლა დგას. მე, როგორც კაპიტანი, ამის შესახებ გამაფრთხილეს, მაგრამ გადაწყვეტილებას სულ სხვა ადამიანები იღებენ. გათავისუფლებული ადგილი რამდენიმე ადამიანს შეეძლო დაეკავებინა და იერო ერთ-ერთი მათგანია.

რუბიალესის გადაწყვეტილებას არ ვიზიარებთ. მას აქვს ძალაუფლება და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ჩვენ კი, როგორც მოთამაშეები, მოედანზე ვწყვეტთ!

მოკლედ, ამაზე კონცენტრირებულები აღარ უნდა ვიყოთ. მალე ევროპის ჩემპიონებთან მატჩი გველის და მომხდარს რაც უფრო მალე დავივიწყებთ, ჩვენთვის უკეთესი იქნება. საჭიროა, წინ გავიხედოთ, წინ წავიდეთ.

დიახ, კარგად ვიცით ვინაა რონალდო, რა შეუძლია და რამხელა მნიშვნელობა აქვს მას პორტუგალიის ნაკრებისთვის. როცა ის მოედანზეა, ნებისმიერი დაცვა მუდმივი ზეწოლის ქვეშაა. რა თქმა უნდა, მასთან ერთად ერთ გუნდში თამაში სჯობს.

იეროს ძალიან ვაფასებთ. მას დიდი ხანია ვიცნობთ და ნამდვილად ბრწყინვალე კანდიდატურაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონებს ვხვდებით, ვფიქრობ, ამ ჩემპიონატს მარცხენა ფეხზე ნამდვილად არ დავიწყებთ” - ამბობს რამოსი.

კომენტარები

ბოლო ამბები