Thumbnail
  • მაროკო-ირანი / 15 ივნისი / სანკ პეტერბურგი / 19:00
  • მაროკოელთა მწვრთნელი: პეტერბურგში ფოტეობის გადასაღებად არ ჩამოვსულვართ

15 ივნისს, თბილისის დროით 19 საათზე მუნდიალის B ჯგუფში იწყება ასპარეზობა. პირველ მატჩში მაროკოსა და ირანის ნაკრებები ითამაშებენ.

ჯგუფში, სადაც ისეთი ფავორიტები თამაშობენ, როგორიც ესპანეთი და პორტუგალიაა, მაროკოსა და ირანის თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ გუნდებისთვის, რადგან ქულების დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია. ასე რომ, შესაძლოა, ორივე ნაკრებმა უღალატოს მათთვის უფრო მისაღებ დაცვით სტილს და გარისკოს. 

მაროკოს ნაკრები შესანიშნავ ფორმაშია. საკმარისია ითქვას, რომ ნიჭიერი ნახევარმცველებით დაკომპლექტებულ გუნდს 12 თვეზე მეტია (!), რაც არ წაუგია - 18 თამაშიდან 14 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა. მაროკოს შეტევაში საშიშია აიუბ ელ კააბი, ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო 10 მატჩში 11 გოლი გაიტანა. 

ირანი პირველი გუნდია, რომელმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა. ეს ქვეყანა ტრადიციულად, კარგად თამაშობს საკვალიფიკაციოზე, მაგრამ უჭირს მუნდიალზე - 12 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და 8 დათმო. უცნაურია, მაგრამ მაროკო და ირანი ერთმანეთს აქამდე არასოდეს შეხვედრიან. 

კორეელებთან საკვალიფიკაციო მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ირანის ნაკრებს 21 წლის ნახევარმცველი საეიდ ეზატოლაჰი დააკდება. ორივე ნაკრები მეხუთედ თამაშობს მუნდიალზე. 

პირველი ყოველთვის განსაკუთრებულია

ერვე რენარი (მაროკოს მწვრთნელი): "მე მებრძოლი ვარ, რაც ჩემს დნმ-შია. უბრალოდ მუნდიალზე მოხვედრა საკმარისი არ არის, ჩვენ მეტის მიღწევა გვსურს. მართალია, ძალიან კარგი ნაკრებები გვიპირისპირდებიან, მაგრამ ჩვენ სანკტ პეტერბურგში ფოტოების გადასაღებად არ ჩამოვსულვართ. 

კარლუშ კეირუში (ირანის მწვრთნელი): "პირველი მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია. ორივე ნაკრებში მრავლად არიან კარგი ფეხბურთელები და ბუნებრივია, გამარჯვება მაროკოსაც სურს და ჩვენც. ჩემს ფეხბურთელებს ენთუზიაზმი არ აკლიათ, ირანს ნამდვილად შეუძლია მუნდიალის გამარჯვებით დაწყება".

საინტერესო ფაქტები

►ირანმა მუნდიალზე ბოლო ორი დაპირისპირება აფრიკულ ქვეყნებთან ფრედ დაასრულა, მაროკოს ერთი დაპირისპირება აზიელებთან კი მარცხით დასრულდა.

► მაროკომ მუნდიალის ფინალურ სალვალიფიკაციო ეტაპზე 6-ვე მატჩში კარი "მშრალად შეინახა". 

► ირანის ანგარიშზე 8 ნულზე დასრულებული მატჩია საკვალიფიკაციო ეტაპზე. 

► 2015 წლის მარტიდან მოყოლებული, ირანის ნაკრების კარში ერთ თამაშში ერთ გოლზე მეტი მხოლოდ ორჯერ გაიტანეს (35 მატჩი). 

► ირანის ნაკრებმა მუნდიალზე ბოლო 6 თამაშში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. 

► 18 თამაშია, რაც ირანი დაუმარცხებელია.

► 6 თამაშია, რაც მაროკოს კარში გოლი არავის გაუტანია. 

► "ატლასელი ლომების" თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მუსტაფა ჰაჯი, რომელმაც მაროკოს უკანასკნელი გოლი გაიტანა მუნდიალებზე, ახლა მწვრთნელის ასისტენტია. 

სავარაუდო შემადგენლობები

მაროკო (4-2-3-1): მოჰამედი - ამრაბატი, ბენატია, საისი, ჰაკიმი - ბუსუფა, აჰმადი - ჰარიტი, ბელჰანდა, ზიეხი - ელ კააბი 

ირანი (4-2-3-1): ბეირანვანდი - რეზაეიანი, ჩეშმი, პურალიგანჯი, მოჰამადი - საფი, შოჯაეი - ჯაჰანბახში, ანსარიფარდი, ტარემი - აზმუნი

მსაჯი: ჯ. ჩაკირი (თურქეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები